![]() |
![]() | |
დაბადებიდან ორ წლამდე (ძუძუს ბ-ვობის ხანა) იწყება ბ-ვის პერცეპტული უნარის მოქმედება. ექსპერ-ლი თამაში და ტაცება (რითაც იწყება აზროვნების ნიადაგის მზადება) ბ-ვს უქმნის შესაძლებლობას შეუთანხმოს თავისი მოძრაობები აღქმული სინამდვილის თავისებურებას, მოახერხოს საგანთა და მოვლენათა შორის არსებული მიმართების წვდომა, მიზნის მისაღწევად საგნების იარაღად გამოყენება (კ. ბიულერის ცდა: ძაფის საშუალებით საჭმლის მოწევა).
2 −4 წლამდე (სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი): ბ–ვისათვის დამახასიათებელია ე. წ. პრაქტიკული აზროვნება, აზროვნების ის ფორმა, რ−იც გონიერი ქცევის სახით იჩენს თავს და მეტყველებაში არ ვლინდება. შესამჩნევი ხდება ბ-ვის ისეთ ქცევაში, სადაც მიზნის მისაღწევად საჭიროა მიზანსა და საშუალებას შორის მიმართების წვდომა. თუ პირველი წლის ბოლოს ბ-ვი შოკოლადის ხელში ჩაგდებას ახერხებს მასზე მიბმული ძაფის საშუალებით (კ. ბიულერის ცდა) და ამ გზით წვდება მიმართებას მიზანსა და საშუალებას შორის, 2-3 წელში ასეთი მიმართების წვდომა თავს იჩენს რთულ ქცევებში ფანტაზიის, თამაშის რთულ სახეებში, სოციალური ქცევის მარტივ ფორმებში და თვითმომსახურების აქტებში (ყუთიდან შოკოლადის ამოღება, დ. უზნაძის ცდა).
განვითარების შემდეგ ეტაპზე (4-5 წელი), „სკოლის წინარე ასაკი“, „ პრაქტიკული აზროვნება“ არსებითად იგივე რჩება, რაც წინა პერიოდში იყო, თუმცა საშინაო საყოფაცხოვრებო საქმიანობა, კონსტრუქტიული თამაშის ფორმები ახლა უფრო რთულ ამოცანას აყენებენ – ბ-ვის პრაქტიკული აზროვნების წინაშე, მაგრამ არსებითი სახის ცვლილებებს მაინც არ იწვევენ.
ლოგიკურ-ვერბალურ აზროვნებაში, წინა პერიოდთან შედარებით, ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი შეიმჩნევა; იწყება:
1.საგნებიდან არსებითი ნიშნების გამოყოფა (ანალიზი, აბსტრა.).
2. საერთო ნიშნების მიხედვით საგანთა დაჯგუფება (განზოგადება).
3. სახელდება (ნიშანთა ლოგიკური სინთეზი).
4. დეფინიცია ( დ. უზნაძის „დაჯგუფების ცდები“). მაგრამ ლოგიკურ- ვერბალური აზროვნების აღნიშნული ოპერაციები იმ დონეზე არ დგას, რომ ბ-ვს მათი გამოყენება დამოუკიდებლად შეეძლოს. მათ გამოყენებას 6–7 წლის ბ- ვი ახერხებს ძირითადად სხვისი დახმარებით. ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ეს ოპერაციები ლოგიკურ აზროვნებაში ჯერ კიდევ სახელმძღვანელო როლს არ ასრულებენ, არამედ მხოლოდ „ცნების ფუნქციურ ეკვივალენტს“ წარმოადგენენ ( დ. უზნაძე). როგორც კი "ასაკობრივი გარემო“ შეიცვლება და სასკოლო გარემო ბ-ვს დასრულებული ცნებით აზროვნებას მოსთხოვს, ეს უნარები, რ-ებიც წინათ სხვისი დახმარებით ფუქციობდნენ, ახლა დამოუკიდებლად იწყებენ მოქმედებას. ნამდვილი აზროვნება ბ-ვს სასკოლო ასაკიდან უვითარდება.
„პირველ სასკოლო ასაკში“(7—12 წ. წ. ) ბ-ვის წინაშე დასმული ამოცანა ინტელექტუალური ინტერესის მოქმედებას იწვევს და აზროვნების განვითარების ფაქტორად იქცევა. ამ პერიოდიდან დაწყებული ბ-ვი ესწრაფვის ჩასწვდეს საგანთა შორის არსებულ მიმართებას, ახდენს საგანთა არსებითი ნიშნების გამოყოფას (აბსტ- ას, ანალიზს, სინთეზს, განზოგადებას). მაგრამ ყოველივე ამას ის კონკრეტულ მასალაზე აკეთებს და ნამდვილი განყენებული მიმართების წვდომას და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას, ე. ი. ლოგიკურ–ცნებით აზროვნებას, ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ამას ის „მეორე სასკოლო ასაკის“ საფეხურზე 12 — 17 წ. წ. აღწევს.
„მეორე სასკოლო ასაკის“ ბოლოსთვის აზროვნების ყველა ელემენტი თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს: აღქმა უკვე ნებისეული, აქტიური აღქმის სახისაა, მეხსიერებას აღქმის მასალის ლოგი კური გადამუშავების ძალა შესწევს, ლოგიკურ–ცნებითი აზროვნების მთელი ფს–კური „აპარატურა“ აბსტრ., ანალიზი, განზოგადება, სინთეზი – აგრეთვე მაღალ დონეზე დგას თვით მოზარდის პიროვნება შემეცნებითი აქტივობით ხასიათდება. იგი პრობლემის დასმისა და გადაწყვეტისაკენ არის მიმართული და ახერხებს ამოცანით აზროვნების დეტერმინაციას. ამრიგად, 17 წლის ბოლოსათვის აზროვნება თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს და ზრდადამთავრებული ად-ნის აზროვნების სახეს იღებს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |