A E

ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ექ ეჭ
ეჭვ

ეჭვი

მეცნ-ში თავისებური ფს-კური განცდა, ად-ნს უჩნდება აზრი /ექმნება შთაბეჭდილება/, რომ გარკვეული მოვლენა ისეთი არ არის რ-რიც ჩანს, რომ ამ მოვლენას აქვს დაფარული მხარე, სხვა განზომილება, რ-იც შეიძლება საპირ-ც კი იყოს იმისა, რაც ჩანს. ასეთი ე. ყოველი მეცნიერული ძიების დასაწყისია. ამ აზრით ე. ინტელექტუალურ გრძნობათა ჯგუფს განეკუთვნება /იხ. გრძნობა/.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ე. ნიშნავს აზრის შემუშავებას, რომ შექმნილ სიტუაციაში სხვა, ფარული და საწინააღმდეგო მომენტია შეჭრილი; მაგ., კაცს აღეძვრის აზრი, რომ მეგობარი, რ-აც ის მთლიანად ენდობა, მას ღალატობს. აი, ეს „აღძრული აზრი“ არის ეჭვის დასაბამი. მაშინვე იწყება ამის დამადასტურებელი საბუთების ძიება, „აღძრული აზრი“ სუბ-ს ხან სინამდვილედ ეჩვენება, ხან არა. ად-ნს ეცლება დარწმუნებულობის ნიადაგი. იწყება გაორება, იგი მერყეობს ორსავე შესაძლებლობას შორის; მას ეუფლება ძლიერი უარყოფითი ემოცია, რ-იც თანდათან მთელ პიროვნებას მოიცავს, იკარგება საღი განსჯის უნარი, მდგომარეობა აფექტში გადადის და ტრაგიკული ფინალისკენ მიიწევს /გავიხსენოთ ოტელოს მაგალითი/ ე. მიმდინარეობს დაურწმუნებლობის, გადაუწყვეტლობის, მერყეობის განცდების პირობებში. ე-ს ამბივალენტურ გრძნობათა ჯგუფს მიაკუთვნებენ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9