ფს-გიაში ნიშნავს ტესტის ვარგისობას, საიმედოობას ანუ რელიაბილიტობას: ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ტესტის ფსიქოდიაგნოსტიკურ ვარგისობას, მის შემეცნებით ღირებულებას; თუ რამდენად არის ტესტი თავისი დანიშნულების შესატყვისი, რამდენად სწორად და ზუსტად ავლენს ტესტი სუბიექტის თვისებას, უნარს, დისპოზიციურ თავისებურებას, რ-ის გასაზომად არის ის ნავარაუდევი, შესწევს თუ არა დიაგნოზის ან პროგნოზირების ძალა; რამდენად აკმაყოფლებს ყოველი ტესტისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, სტაბილურობას, რიცხობრივი გამოხატვის შესაძლებლობას, გასაზომი ნიშნის ხარისხობრივად დიფერენცირების. უნარს და სხვა, „მთლიანი პიროვნების" ან „ხასიათის პროექციული ტესტების“ ვარგისობის შემოწმება უფრო რთულია და ძნელი, ვიდრე რაოდენობრივი შეფასების ტესტებისა, რ-თა მიღწევების რაოდენბრივი აღრიცხვა და რიცხობრივი გამოხატვა ადვილად ხერხდება /მაგ., ინტელიგენტობის შემოწმების ტესტები/. ტესტის ვარგისობის შემოწმების ხერხებია: ად-ნთა დიდ რიცხვზე მათი აპრობაცია, პარალელურ ტესტთა მეთოდი /ორი ტესტით მსგავს პიროვნებათა გამოცდის შედეგების ურთიერთთან კორელაცია/, ექსტრემული შემთხვევების შემოწმების ჩატარება.