ძირითადი ფსიქო-ფიზ. კანონი, რ-იც გულისხმობს მუდმივ კონსტანტურ დამოკიდებულებას მოცემულ ძირითად გამღიზიანებელსა და ნამატ გამღიზიანებელს შორის; სახელდობრ: არსებული შეგრძნების ინტენსივობა ოდნავ შესამჩნევად რომ შეიცვალოს, საჭიროა შესაფერისი გამღიზიანებელი სრულიად გარკვეულ დონემდე გაიზარდოს. მაგ. სიმძიმის შეგრძნებაში ეს მიმართება უდრის პირვანდელი გაღიზიანების ¹/₃-ს მაგ., 30 გ. სიმძიმის შეგრძნება რომ ოდნავ შეიცვალოს, საჭიროა ამ 30 გ-ს დაემატოს 10 გ. თუ ამოსავალი სიმძიმე 120 გ. იქნება, მაშინ მას უნდა დაემატოს 40 გ. ე. ი. მისი ¹/₃, რომ მივიღოთ პირველისაგან ოდნავ განსხვავებული შეგრძნება. სინათლის შეგრძნებაში გაღიზიანების მომატება უნდა აღწევდეს ძირითად გამზიანებლის ¹/₁₀₀-ს. მაგ, ვთქვათ, გვაქვს ასსანთლიანი სინათლის გაღზიანებით გამოწვეული შეგრძნება, რომ მივიღოთ ამისაგან ოდნავ განსხვავებული სინათლის შეგრძნება, ამ ძირითად გამღიზიანებელს /ასსანთლიან სინათლეს, უნდა დაემატოს ¹/₁₀₀ ინტენსიურობის გამღიზიანებელი. ეს კონსტანტური დამოკიდებულება მოცემულ გამღიზიანებელსა და ნამატ გამღიზიანებელს შორის, როგორც კანონი, აღმოაჩინა ე. ვებერმა /იხ. გ. ფეხნერის კანონი/.