| | |
აინერვირებს ყველა შინაგან ორგანოს, საოფლე ჯირკვლებს და სისხლძარღვებს. უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთის რეცეპტორებისა და ნაწილობრივ თვით ნერვული სისტემის ტროფიკულ ინერვაციას. ვ.ნ. ს-ის მოქმედება ნებისყოფის კონტროლს არ ექვემდებარება, ხოლო მისი „ავტონომიურობა“, ც. ნ. ს-ის მაღალ ნაწილებისაგან დამოუკიდებლობა, პირობითია, რადგან დამტკიცებულია, რომ თავის ტვინის დიდი ჰემისფეროები არეგულირებენ ყველა იმ ორგანოს, რ-აც აინერვირებს ვ. ნ. ს.
ვ. ნ. ს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აგზნებადობას, შინაგანი ორგანოებისა და ც. ნ. ს-ის ავტომატიზმს. ვ. ნ. ს- ში გამოყოფენ: 1/ ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მოთავსებულია თავისა და ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში ცალკეული ბირთვების სახით და 2/ პერიფერიულ ნაწილს — პერიფერიულ კვანძებს და ნერვულ ბოჭკოებს, რ-იც ქმნიან წნულებს.
ვ. ნ. ს. შედგება ორი ნაწილისაგან: სიმპათიკური და პარასიმპათიკური. ისინი მეტწილად ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებას ავითარებენ – ფუნქციური ანტაგონისტები არიან. სიმპათიკური ნ. ს. უზრუნველყოფს ორგანიზმის ინტენსიურ მოქმედებას, პარასიმპათიკური კი ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ დახარჯული რესურსების აღდგენას. სიტუაცია, რ-იც ორგანიზმისაგან სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს, ხელს უწყობს სიმპათიკური ნ. ს-ის ტონუსის მომატებას, ხოლო ძილის დროს მატულობს პარასიმპათიკური ნ. ს-ის ტონუსი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |