მეტყველების ასოციაციური ასიმეტრიულ-აკუსტიკური /სენსორული/ ცენტრი. მოთავსებულია თავის ტვინის ქერქში. საფეთქლის წილის ზემო ხვეულში. ჩვეულებრივ, მემარჯვენე სუბ-თან/იგი მოთავსებულია თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში, ხოლო ცაციებში მარჯვენა ჰემისფეროში. ვ. ც-ს დაზიანების შედეგად ვითარდება სენსორული აფაზია, რ-ვისაც დამახ. მეტყველების აღქმის დარღვევა: ავად-ს არ ესმის წარმოთქმული სიტყვის მნიშვნელობა, ხოლო სმენა /ბგერების აღქმა/ და საკუთარი მეტყველების უნარი დაცულია.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.