შეხების ორგანოსთან დაკავშირებული თავისებური შეგრძნება. მაგ., როცა რ-მე მუსიკალური საკრავის ჟღერად სიმს მხოლოდ ხელის თითით ვეხებით მხედველობა გამორიცხულია/, სიმის რხევას მაინც შევიგრძნობთ ვიბრაციით. ამ შეგრძნებას დ. კაცმა ვიბრაციის შეგრძნება უწოდა. ეს შეგრძნება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ბრმებთან და ყრუ-მუნჯებთან. ვ. შ. მათთან მხედველობისა და სმენის შეგრძნების მაგივრობას ასრულებს. მაგ., როდესაც ბრმა კედელს უახლოვდება — არ ეჯახება და გვერდს უვლის იმიტომ, რომ იგი სხეულით გრძნობს კედლიდან არეკლილი ჰაერის ვიბრაციის ცვლილებას. ბრმა და ყრუ-მუნჯი ელენ კელერის დაკვირვებით, მუსიკალური ნაწარმოების შესრულებით წარმოქმნილი ჰაერის ვიბრაციის ზემოქმედება თითქოს მასში დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას იწვევდა. პირველ მაგალითში, /ბრმა და კედელი/, ვიბრაცია ასრულებს მხედველობის მაგივრობას, მეორეში კი — სმენის მაგივრობას.