![]() |
![]() | |
ე. კრეჩმერის და მისი მოწაფის კ. ენკეს მიერ შემოტანილი ტერმინი ათლეტური ტიპის კონსტიტუციის შესატყვისი ტემპერამენტის აღსანიშნავად. მათი მტკიცებით ვ. ტ-ს ახას: ამტანობა, შეუპოვრობა, უდრეკობა, ჟინიანობა, მოუქნელობა, ინტელექტუალური და ემოციური თანაზომიერება, გულგრილობა, რიგიდობა. /იხ. რიგიდობა/ ვ. ტ-ის ად-ნი შეიძლება იყოს ფლეგმატური, მშვიდი, ენერგიული, თავის მოვალეობის შემსრულებელი, საქმიანი, ან ექსპლოზივური, ფიცხი და სხვა.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |