![]() |
![]() | |
აზროვნების კვლევის ფს-გიური სკოლა დაარსდა XX ს-ის დამდეგს. წარმომადგენლები არიან ო. კიულპე, ბ. ანი, კ. ბიულერი, კ. მარბე, ა. მესერი, ჰ. ვატი და ო. ზელცი. აღნიშნული სკოლა მკვეთრად დაუპირ. სენსუალისტურ და ასოციაციონისტურ მიმდინარეობას ფს-გიაში. პირველად აქ იკვლიეს აზროვნება „სისტემატური ექსპერ-ლი თვითდაკვირვების მეთოდით“ და აქვე დამტკიცდა, რომ წინააღმდეგ განმტკიცებული შეხედულებისა, აზროვნების ექსპერლი კვლევა შესაძლებელია.
დებულებები, რ-ბიც ამ სკოლამ კერძოდ აზროვნების სისტემატური ექსპერ-ლი კვლევის შედეგად წამოაყენა, შემდეგია:
1. აზროვნების პროცესი, წინააღმდეგ ასოციაციური ფს-გიის მტკიცებისა, არ შეიცავს გრძნობად თვალსაჩინო შინაარსებს; აზროვნებისათვის დამახ. „არათვალსაჩინო შინაარსების“ /აზრის, ცოდნის/ არსებობა, რ–ბიც წარმოდგენაზე არ დაიყვანება; აზროვნება წმინდა ცოდნით განისაზღვრება.
2. აზროვნების პროცესი არ არის წარმოდგენათა უბრალო რეპროდუქცია, რ-აც ასოციაციური თანამიმდევრობა განსაზღვრავს; იგი საგნისაკენ მიმართული ინტენციური ბუნების აქტია, რადგან ყოველი აზრი ობიექტურ ვითარებას, საგანს გულისხმობს.
3. დასმულ ამოცანას, პრობლემას, რ-იც უნდა გადაწყდეს, აზროვნების მიმდინარეობაში განმსაზღვრელი მნიშვ. აქვს. ის აქ „დეტერმინაციის ტენდენციის“ როლს ასრულებს და აზროვნების დინამიკას აწესრიგებს.
4. აზროვნების მიმდინარეობაში ადგილი აქვს აგრეთვე სხვა სახის „არათვალსაჩინო შინაარსებსაც“; ასეთია მაგ., „ემოციური ტონით შეფერილი ცნობიერების მდგომარეობანი“ / Bewusseinslage / — ეჭვი, დარწმუნებულობა, მოლოდინი, რ-ებიც ზედმეტი და შემთხვევითი კი არ არის აზროვნებისათვის, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს და ეხმარება მას, რ-რც ამოცანის გადაწყვეტისაკენ მიმართულ პროცესს.
ვ. ფ. ს-მ აზროვნების კვლევას ახალი მიმართულება მისცა და იგი ახალ გზაზე დააყენა, მაგრამ შემდგომმა ფს-გიურმა კვლევამ არ მიიღო აზროვნების პროცესიდან თვალსაჩინო შინაარსების /აღქმის, წარმოდგენის/ სრული განდევნა და აზროვნების მხოლოდ წმინდა აზრებით განსაზღვრულობა: დამტკიცდა, რომ აზროვნების პროცესში თვალსაჩინო შინაარსებიც მონაწილეობს და, რომ თვალსაჩინო და არათვალსაჩინო შინაარსებს შორის მრავალმხრივი მჭიდრო და უწყვეტი კავშირიც კი არსებობს.
მაგრამ ამ შესწორების გვერდით აღსანიშნავია შემდეგიც: აზროვნება რომ გადასაწყვეტი ამოცანითაა ტენდირებული, რომ მას მუდამ ერთი მიმართულება აქვს და არა მრავალი, რ-რც ეს წარმოდგენათა ასოციაციისთვის არის დამახ. –ეს დებულება თანამედროვე მეცნ. ფს-გიაშიც საყოველთაოდაა მიღებული, დეტერმინაცია, რ-ზეც პირველად ვ. ს-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, აზროვნების პროცესის სპეციფიკური ნიშანია.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |