ფანატიზმამდე მისული გატაცება რაიმეთი, ვლინდება მწვავე მოთხოვნილებით გამოწვეული მიდრეკილების სახით. ახას. დიდი ემოციური სულიერი განწყობილება. ვ-ს ყოველთვის თავისი საგანი აქვს და მისი მოქმედება ამ საგნისკენ არის მიმართული. ვ. იმორჩილებს სუბ-ის ყველა ძალას განსაზღვრავს მის მოქმედებას. ქცევა გონების კონტროლს არ ექვემდებარება, ჩართულია ვნებისებურ მოქმედებაში; ნებისყოფა შებოჭილია; ზოგჯერ ვ. მიზნისდა მიხედვით, დიდი მიღწევების საწინდარიც ხდება; / „არაფერი დიდი არ შესრულებულა და არც შეიძლება შესრულდეს ვნების გარეშე“, გ. ჰეგელი/. მაგრამ, მეორე მხრივ, ვ-მ. შეიძლება ად-ნი სრულ განადგურებამდე მიიყვანოს /ლოთობა, გაუმაძღრობა, ავხორცობა და სხვა/. ე. განსხვავდება აფექტისაგან თავისი ქრონიკული ხასიათით: იგი ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია.
ვ-ის დაკმაყოფილების შედეგად მიღებული განცდა ყოველთვის ამბივალენტური ხასიათისაა.