ფროიდის მიერ შემოტანილი ცნება ფსიქოანალიზში. ფროიდის შეხედულებით, ად-ნის ფს-კის ფენობრივ აგებულებაში „ზე-მე“ - ს უკავია ცნობიერი „მე“ - ს ყველაზე ზედა ფენა; იგი ეთიკურ –მორალური პრონციპების ერთობლიობაა, სუბ-ის ყველაზე მაღალზნეობრივი მოთხოვნილებების ცნობიერებაა. „ზე-მე“ მიღებულია პიროვნების უმაღლეს ინსტანციად – სინდისად. იგი კარნახობს ცნობიერ „მე“-ს ამ მაღალი ინსტანციიდან და განსაზღვრავს, თუ რომელი თავისი სურვილი, განზრახვა თუ ქცევაა სუბ-სთვის მისაღები და რომელი მიუღებელი. „ზე-მე“ ყოველთვის თვითკრიტიკულადაა განწყობილი, მეთვალყურეობს „მე“-ს მოქმედებას, რომ მან თავი დაიცვას „არაცნობიერი “ „იგი“ ფენის იმპულსებისაგან, არ დაუშვას დაბალი, არაცნობიერი შინაარსების /ლტოლვებისა და სურვილების/ რეალიზება. ფროიდის მიხედვით, „ზე–მე"-ს ჩასახვა და განვითარება ადრეულ ბავშვობის ასაკიდან იწყება.