შეიცავს საგნის ისეთ ზოგად ნიშნებს, რ-იც ამ საგნის სხვა ცვალებად ნიშანთა შორის მუდმივადაა განცდაში მოცემული. მაგ. წრეხაზის ზოგად წარმოდგენაში ყოველთვის დაცულია მისი თვალსაჩინო ნიშანი სიმრგვალე, ხოლო მისი სიდიდე და ფერი, რ-ებიც სხვადასხვა პირობებში შეიძლება განსხვავებული იყოს–ზ. წ-ში არ განიცდება. ზ. წ. ყოველთვის თვალსაჩინოდ მოცემული შინაარსის განცდაა, იმ დროს, როცა ცნება წარმოადგენს მხოლოდ აზრს საგნისათვის დამახასიათებელ ნიშანთა შორის არსებული მიმართების შესახებ. ამიტომ თავისი შინაარსით ცნება ყოველთვის აბსტრ-ია; . ზ. წ-ის შინაარსი კი თვალსაჩინოა და მოკლებულია იმ გარკვეულობას, რ-იც ცნებას ახასიათებს, რ-რც აზრს საგნის ნიშნების შესახებ. ზ. წ-ის გაიგივება ცნებასთან, როგორც ეს მიღებული იყო ასოციაციურ ფ-გიაში, ფაქტობრივად უკანონოა.
აზროვნების განვითარების დაბალ საფეხურზე, – სკოლის წინარე ასაკში, აგრეთვე პრიმიტიულ ხალხთა თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებაში, ზ. წ. „ცნების ფუნქციურ ეკვივალენტს წარმოადგენს, აქ იგი ცნების მაგივრობას სწევს.
„ცნების ფუნქციური ეკვივალენტი“, აზროვნების განვითარებაში, წინ უსწრებს ცნებით აზროვნებას /დ. უზნაძე/.