A E

თა თე თვ
თავ თამ თან თატ

თამაში

ქცევის ერთ–ერთი ფორმა, სიამოვნების გრძნობასთანაა ყოველთვის დაკავშირებული. ცხოველთა სამყაროში თ. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე წარმოიშობა თ. არის „თავისებური, დამოუკიდებელი ქცევის ფორმა, რ-იც ად-ის ბ-ვობის ხანას უდევს საფუძვლად“ / დ. უზნაძე/. თამაშობს ზრდადამთავრებული ად-ნიც, მაგრამ დამახ. ბ-ვობის ასაკისათვის; იგი ამ ასაკში ქცევის გაბატონებული ფორმაა; ბ-ვობის ხანა თ-ის ხანადაა ცნობილი. ამიტომ თ-ის პრობლემა, პირველ რიგში, ბ-ვის თ-ს გულისხმობს.

თ-ის სიუჟეტი გარესინამდვილის შინაარსებია, ბ-ვის ცნობიერებაში ფანტასტიკურად გარდაქმნილი და სახეშეცვლილი; მაგ. ჯოხი — ცხენია, ხის ნატეხი ან ქვის კენჭი–დედოფალა, ხის ჩხირები მეომრები და ა. შ. თ–ში „ყველაფერი ყველაფრად შეიძლება გარდაიქმნას“ დ. უზნაძე/. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდაქმნილი სახეები ბ-ვს სინამდვილედ მიაჩნდეს, არა, მან კარგად იცის, რომ ჯოხი ჯოხია და არა ცხენი; სინამდვილის ფანტასტიკური სახეები მხოლოდ თ-შია ასეთი ილუზორულია ბ-ვის თ ძირითადად – ილუზიის თ-ა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9