თამაშის მთავარი თეორიები: ჰ. სპენსერი: ბ-ვს უგროვდება ენერგიის მარაგი, ის განტვირთვას მოითხოვს, თ–ში ენერგიის ამ განტვირთვას ემსახურება. კ. გროსი; თამაში ცხოვრებისთვის საჭირო ძალებს წვრთნის, ამზადებს ად-ნს მომავალი სერიოზული ცხოვრებისთვის. კ. ბიულერი: თამაში ფუნქციური სიამოვნების წყაროა, ფუნქციის მოქმედება თავისთავად იწვევს სიამოვნების განცდას და ამიტომაა რომ ბ-ვი თამაშობს. სტენლი ჰოლი: სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბ-ვს უჩნდება ის ტენდენციები, რ-იც გაიარა კაცობრიობამ განვითარების გზაზე; თამაში იმეორებს კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული განვითარების განვლილ საფეხურებს. ვ. შტერნი თამაში მარტო ბიოლოგიურ მიზანს არ ემსახურება, იგი მთელ ად-ნს ასახავს ყველა იმ ტენდენციით, რ-იც მას აქვს. ად-ნი ფენობრივი აგებულებისაა, მას აქვს რ-რც წარსულის, ისე მომავლის ფენა. ყოველი ფენა თავისი ტენდეციების გამოვლენისკენ ისწრაფვის და ეს ტენდენციები თამაშში პოულობენ თავის განსახიერებას. ზ. ფროიდის ვარაედით თამაშს სექსუალური ტენდენციები განსაზღვრავენ. დ. უზნაძის თეორიით თამაში „ფუნქციური ტენდენციის“ გამოვლინებაა. ამ თეორიის თანახმად კი ფუნქციობის აქტივობის იმპულსი თვით სამოქმედო ძალებშია თავიდან მოცემული ტენდენციების სახით, რ-ის მიხედვით, თუ ძალა არსებობს ის კიდეც უნდა აქტივობდეს, ფუნქციობდეს, როცა მას ამის შესატყვისი პირობები შეხვდება. ასეთი აქტიობა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა. თამაში ერთი ასეთი პირობაა, სადაც აქტივობისაკენ მიმსწრაფი ძალები პოულობენ თავის რეალიზაციას. სამოქმედო ძალები კი ად-ნს მემკვიდრეობით ეძლევა. ამ ძალებიდან ზოგი ბ-ვის განვითარების მოცემულ საფეხურზე საჭიროა და ფუნქციობს, ზოგი კი ამ პერიოდში გამოყენებას მოკლებულია, მაგრამ ისინი მოქმედებისკენ სპონტანურად ისწრაფვიან, რადგან მათი მოქმედების იმპულსი მათშივეა თავიდან ჩადებული და ისინი თამაშში პოულობენ თავის რეალიზაციას. აქედან გასაგებია, თუ რატომ თამაშობს ბ-ვი ან ზრდადამთავრებული ად-ნი. ამის პირობას „ფუნქციობის მოთვნილებით" /ტენდენციით/ გამოწვეული აქტივობა შეადგენს. დ. უზნაძის თამაშის თეორია ადვილად ხსნის თამაშის პრობლემის ძირითად სიძნელეებს, სახელდობრ, თუ რატომ თამაშობს ზრდა დამთავრებული ად-ნი, რ-საც გაუნაღდებელი ენერგიის მარაგი არ აწუხებს, რადგან ის მას არა აქვს, ან რატომ აღიძვრის თამაშში შესატყვისი სამოქმედო ძალები, ან რატომ არის ის ყოველთვის ფუნქციურ სიამოვნებასთან დაკავშირებული.