რაიმე ნიშნის/ფს-კურის ან ფიზ./ მოცემულობა დაბადებიდანვე. მემკვიდრეობითი თვისებები ყველა თანდაყოლილია, თუმცა შეიძლება თ. თ. /ნიშანი/ ცოცხალი არსების დაბადებიდანვე არ გამოვლინდეს. არც ყოველი თანდაყოლილი ნიშანი არის მემკვიდრეობითი. ზოგჯერ ახალდაბადებულს თან დაჰყვება არამემკვიდრეობითი ნიშანიც, მაგ., კოჭლობა, ან სიყრუე, ამის მიზეზია სომატურ აპარატში ემბრიონალური განვითარების პერიოდში მომხდარი ცვლილება, ან რაიმე ფიზ. დაზიანება დაბადებასთან დაკავშირებით.
თანდაყოლილობა გულისხმობს რაიმე ნიშნის თანხლებას ახალდაბადებულისთვის დაბადებიდანვე საპირ „შეძენილი“ ე. ი. ისეთი ნიშანი ან თვისება, რ-იც წარმოიშობა გამოცდილების საფუძველზე და მემკვიდრეობით არ გადადის.