„პროექციული მეთოდის“ ერთ–ერთი სახე. ფს-გიაში შემოტანილია ამერიკელი ფს-გის ჰ. მურეის /N.A. Murreay / მიერ. წარმოადგენს პიროვნების კვლევის ტესტს. ცპ-ს ეძლევა სურათების სერია, ევალება შეადგინოს თითოეული სურათის სიუჟეტი, გაარკვიოს რა ხდება სურათზე, რ–რია ურთიერთობა სურათზე დახატულ ად-ნთა შორის, რას აკეთებენ და განიცდიან ისინი, ე. ი. ცპ-ს ეძლევა გარკვეული თემა.რ-ის შესახებაც მან უნდა ააგოს მოთხრობა. თ.ა. ტ. ვარაუდობს, რომ ამ მოთხრობაში სუბ. თავის შინაგან სამყაროს გამოავლენს: თავისი სურვილების, ინტერესების, დაფარული განცდების პროექციას მოახდენს. მიღებული მასალის ფს-გიურმა ანალიზმა უნდა გამოამჟღავნოს სუბ-ის მიერ პროექცირებული განცდები, მისი პიროვნული თვისებები. /იხ. პროექციული მეთოდი, რორშახის ტესტი/.