A E

თა თე თვ
თვა თვი

თვალსაჩინო /ხატოვანი / აზროვნება

აზროვნების ერთ-ერთი სახე. გვხვდება ად–ნის რ–რც ონტოგენეზური განვითარების, ისე ფილოგენეზური განვითარების დაბალ საფეხურზე.

თ. ა. განსხვავდება პრაქტიკული აზროვნებისაგან; პრაქტიკული აზროვნება განვითარების უფრო დაბალ საფეხურს წარმოადგენს და გენეტიკურად წინ უსწრებს თ. ა. იგი მოქმედებაშია ჩართული, მაგრამ წინ არ უსწრებს მოქმედებას და მოქმედებით ხორციელდება თ. ხ. ა კი მეტყველებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ წინ უსწრებს მოქმედებას და წარმოდგენებით ანუ თვალსაჩინო ხატებით ხორციელდება /დ. უზნაძე/ თ. ხ. ა. განსხვავდება აგრეთვე ლოგიკურ–ვერბალური ანუ ცნებითი აზროვნებისაგან. ლოგიკურ-ვერბალური აზროვნებაც მეტყველებასთანაა დაკავშირებული, წინ უსწრებს მოქმედებას, მაგრამ თ. ხ. ა.-ისაგან იმით განსხვავდება, რომ სიტყვებში ცნებები ანუ აბსტრ-ული, არათვალსაჩინო შინაარსებია მოცემული /იხ. ლოგიკურ–ვერბალური აზროვნება/. თ. ხ. ა-ის თავისუბურება ნათლადაა გამონატული პრიმიტიული ად-ნის მეტყველებაში: ეს უკანასკნელი ზოგადის აღმნიშვნელ სიტყვებს არ შეიცავს; ყოველი სიტყვა კონკრეტული საგნის, მოვლენის და მოქმედების ხატს აღნიშნავს, მაგ., ზოგი პრიმიტივის მეტყველებაში საზოგადოდ თოვლის აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობს: თოვლი, რ-იც მოდის, ერთი სიტყვით აღინიშნება, რ-იც მიწაზე დევს სხვა სახელით და, რ-იც დნება კიდევ სხვა სახელით. ამრიგად პრიმიტიული ად-ნის სიტყვაში ზოგადი კი არ იაზრება, არამედ კონკრეტული თვალსაჩინო ხატი. - თ. ხ. ა-ში ერთგვარ განზოგადებას მაინც აქვს ადგილი, მაგრამ არა ნამდვილი ლოგიკური აბსტრ-ისა და განზოგადების საფუძველზე, მაგრამ მაინც ერთგვარი თვალსაჩინო „ფიგურაციის“ სახით, როცა სიტყვაში აისახება საგნის არა ცალკეული ნიშანი ანუ თვისება სხვა ნიშნებისგან გამოყოფით, არამედ სხვა საგნის ის ხატი, რ-თანაც ეს ნიშანია დაკავშირებული ზოგი პრიმიტიული ტომის ენაში ნიშან „შავს“ თავისი საკუთარი სახელი არ გააჩნია და მას ჩვეულებრივ იმ საგნის სახელი ჰქვია, რ-იც პრიმიტივის ცნობიერებაში მხოლოდ სიშავის ნიშნითაა წარმოდგენილი; ასე მაგ., პომერანიის მცხოვრებნი თვისება „შავს“ ყვავის სახელს კოტკოტს უწოდებენ და „წითელს“ სისხლის სახელით „გაბით“ აღნიშნავენ /დ. უზნაძე/. ასეთ თ. ხ. ა-ს, სადაც საგანი არ არის გაანალიზებული მისი ცალკეული ნიშნების მიხედვით, ე. ი. სადაც ნიშნები საგნისაგან აბსტრაჰირებული არაა, სხვანაირად „სინკრეტულ აზროვნებასაც" უწოდებენ /იხ. სინკრეტული აზროვნება/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9