A E

თა თე თვ
თვა თვი

თვითდაკვირვება /ინტროსპექცია/

საკუთარ განცდაზე დაკვირვება. ფს- კურ მოვლენათა კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. თ-ის მეთოდი ორნაირია – 1. პირდაპირი დაკვირვება, როცა მკვლევარი ფს-ლოგი საკუთარ განცდებზე ახდენს დაკვირვებას და 2. არაპირდაპირი დაკვირვება, როცა მკვლევარი ფს-გი სხვების თ-ის მასალით სარგებლობს. თ-ის მეთოდს თან ახლავს შემდეგი სიძნელე :

1. მკვლევარი ფს-გი რომ „სხვათა თვითდაკვირვების“ ჩვენებებითაც სარგებლობს, ეს ჩვენებები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სანდო, თუ სხვა სუბ-ებს ეხერხებათ საკუთარი განცდების ზუსტი ფს-გიური სრული სიტყვიერი აღწერა, და ამასთანავე, – თუ თვითონ ფს-გსაც შესწევს უნარი ადეკვატურად წვდეს ამ სხვათა სიტყვიერ აღწერას. თ-ის მეთოდის ნაკლად ნაგულისხმებია ის, რომ განცდის პროცესის ადეკვატური სიტყვიერი აღწერა, მისი ვერბალიზაცია საერთოდ ძნელია, და მკვლევარ ფს-გსაც არ აქვს საშუალება "სხვათა აღწერებში" სწორედ ის იგულისმოს, რაც ნამდვილად განცდისათვის უნდა იყოს დამახ.

2. თ. თავისთავად ძალზე რთული პროცესია და ამიტომ იგი ხელს უშლის ისეთი განცდების შესწავლას, რ-რიცაა რთული ფს-კური მოვლენები — აზროვნება, ნებელობის პროცესები, ემოციები და აფექტები /შიში, მწუხარება, რისხვა და სხვა/; თ. სახეს უცვლის, არღვევს ამ განცდების ბუნებრივ მიმდინარეობას და ზოგ მათგანს კი სრულიადაც სპობს, მაგ, როცა მწუხარებას განვიცდით, ჩვენ იმ ობიექტური ვითარებისაკენ ვართ მიმართული, რ-იც ჩვენში მწუხარებას იწვევს, და უკანასკნელი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად ვაფიქსირებთ მწუხარების გამომწვევ მიზეზს. მაგრამ თუ ამ დროს ყურადღებას სამწუხარო ვითარებიდან თვითონ მწუხარების განცდაზე გადავიტანთ, შევამჩნევთ,რომ ჩვენი მწუხარება შენელდა, შესუსტდა და ზოგ შემთხვევაში თუ გონებრივ- შემეცნებითი ანალიზი გავაგრძელეთ, იგი კიდეც ისპობა.

აღნიშნული სიძნელეების დაძლევა – სავსებით ან ნაწილობრივ შესაძლებელი ხდება: ა/სუბ-ის მიერ საკუთარი განცდების ზუსტი და ყოველმხრივ ამომწურავი „სიტყვიერი აღწერა“ და მკვლევარ ფს-გის მხრივაც ამ აღწერის ადეკვატურად გაგება ადვილი რომ არაა, ეს უდავოდ სწორია, მაგრამ დაუძლეველ სიძნელეს იგი მაინც არ წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ „სხვათა /მრავალი ცპ-თა/ თ-ის სიტყვიერ ჩვენებებს“ მკვლევარი ფს-გი უკრიტიკოდ არ იღებს; იგი მათ მკაცრი ვერიფიკაციის მბრძმედში ატარებს, აანალიზებს თითოეულ ჩვენებას, საჭიროებისამებრ დამატებით ცდებსაც ატარებს, ეძებს ამ მრავალ ჩვენებებს შორის ისეთებს, რ-ებშიც შესასწავლი განცდის ერთნაირ ნიშან-თვისებებზეა სიტყვიერად მითითებული და, ამასთანავე, დანარჩენ ჩვენებებთან შედარებით, დომინანტურიცაა. ერთი სიტყვით, თვითდაკვირვების ჩვენებები ანუ განცდათა სიტყვიერი აღწერის ზედმიწევნითი კრიტიკული ანალიზი და მათ შორის „ტიპური ჩვენებების“ მიგნება შესაძლებლად ხდის მცდარი ჩვენებების აცილებას.

ბ/ რაც შეეხება თვითდაკვირვების მეორე ნაკლს, რომ იგი ხელს უშლის განცდის შესწავლას, თანამედროვე მეცნიერული ფს-გია არც ამ დებულებას იზიარებს და გარკვეულ ფარგლებში თ-ს მაინც ღირებულ მეთოდად თვლის. შეხედულება, რ-იც ფს-გიაში მითითებული ნაკლის შესახებ არსებობს, საერთოდ ასეთია: თ-ას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს შესასწავლ განცდაზე / შეასუსტოს, შეცვალოს ან სრულიად აღკვეთოს იგი/, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, თუ სუბ-ის. მიერ თავის განცდაზე დაკვირვებისას ერთდროულად ამ განცდის გამომწვევი გამღიზიანებელიც აქტიურად მოქმედებს, ისეთ შემთხვევაში, როცა სუბ–ს ყურადღება მოქმედი გამღიზიანებლიღან თვითონ განცდაზე გადააქვს, უკანასკნელი უთუოდ უნდა შეიცვალოს, დაირღვეს და, მაშასადამე, თ-ბის ცნობებიც არასანდო უნდა აღმოჩნდეს.

მაგრამ ირკვევა, რომ თ-ის სხვა გზაც არსებობს, რ-თაც აღნიშნულ ნაკლს /თ-ის უარყოფით გავლენას შესასწავლ განცდაზე/ თავიდან იცილებს.

თანამედროვე ფს-გიაში საყოველთაოდ ცნობილია და ექსპერ–ადაც დამტკიცებულია, რომ განცდა, რ-აც რა თქმა უნდა, გარე გამლზიანებელი იწვევს, უკანასკნელის აღკვეთისთანავე კი არ ისპობა, არამედ ერთგვარი „უშუალო მოგონების“ სახით იგი კარგახანს ამ გამღიზიანებლის შემდეგაც განაგრძობს არსებობას; და ამასთანავე, დადასტურებულია ისიც, რომ ყოველი განცდა, რ-იც „უშუალო მოგონებაში“ გვეძლევა, ფაქტობრივად ისეთივე ცხადი, გამოკვეთილი და უხარვეზოა, რ-რიც იგი გამღიზიანებელთან თანხლების პირობები შეიძლებოდა ყოფილიყო; და აი, სწორედ განცდის ამ „უშუალო მოგონების" ფაქტში ხედავენ იმ „ხერხს“, რ-იც საშუალებას იძლევა განცდაზე თ. დაუბრკოლებრივ ვაწარმოოთ. სახელდობრ თუ ობიექტური გამღიზიანებლის აქტიური მოქმედების პირობებში განცდაზე დაკვირვება შეუძლებელია,რადგანაც გამღიზიანებელი თავისკენ იპყრობს სუბ-ის ყურადღებას, „უშუალო მოგონებაში" მოცემულ განცდაზე დაკვირვებისათვის ეს დაბრკოლება აღარ არსებობს აქ სუბ-ს მხოლოდ განცდა ეძლევა /უგამღიზიანებლოდ!/ და მას უკვე ხელს აღარაფერი არ უშლის, ამ განცდას თუმცა კი მოგონებაში მოცემულს, მაგრამ მაინც წინანდებურად ცხადსა და გამოკვეთილს, ზედმიწევნით დააკვირდეს, ყველა მის ნიშან -თვისებას წვდეს და დაწვრილებით აღწეროს იგი. ერთი სიტყვით, განცდის უშუალო მოგონების წყალობით თ. თავიდან იცილებს იმ ძირითად სიძნელეს, რ-აც იგი უთუოდ ვერ დაძლევდა, რომ თვითონ განცდის „უშუალო მოგონების“ სახით არსებობა ფაქტი არ ყოფილიყოს.

განცდის „უშუალო მოგონების“ საფუძველზე წარმოებულ თ-ას „უკუხედვითი“ ანუ „რეტროსპექტული თ-ის მეთოდს“ უწოდებენ და ასეთია იგი ყველგან, სადაც კი ამა თუ იმ განცდის შესწავლის საჭიროება ჩნდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე მეცნიერულ ფს-გიაში ად-ნის ფს-კის შესასწავლად სხვა მეთოდებსაც იყენებენ /ე. წ. ობი ექტურ მეთოდებს/, მაგრამ კერძოდ თ. „პირველი მისადგომია“ ს-კურ სინამდვილეში შესაღწევად და ამ სინამდვილის ყოველი სხვა /ობიექტური/ მეთოდით კვლევა მხოლოდ მასთან თანამშრომლობით შეიძლება იყოს ნაყოფიერი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9