| | |
ფს-გიის ძირითად მეთოდად ადრე თ-ის მეთოდი ითვლებოდა. ამ კონცეფციამ თავიდანვე განსაზღვრა ფს-გიის საგნის, როგორც მეცნ-ის გაგება, ან პირიქით, ფს- გიის საგნად ცნობიერების პროცესების აღიარებამ განსაზღვრა ფს-გიის კვლევის ძირითადი მეთოდის სპეციფიკა. თუ ფს-გია ჩვენი ცნობიერების პროცესების მიმდინარეობას შეისწავლის, ამის საუკეთესო მეთოდად ამ პროცესებზე დაკვირვება უნდა ჩაითვალოს ან აქტუალურად — მათ მიმდინარეობაში, ან კიდევ რეპროდუქციულად, იმის შემდეგ, რაც მათი აქტუალობა დამთავრდა.
თუ ყველა ფს-კური პროცესი ამა თუ იმ სახის ცნობიერების მოვლენად მივიჩნიეთ და შემეცნების და ნებელობის პროცესად დავსახეთ, მაშინ თ-ის მეთოდის ძირითადი მნიშვ-ის დებულება ფს-გიაში, მართლაცდა უდავოდ უნდა იქნეს მიღებული. ამ თვალსაზრისმა საკმაოდ დიდხანს განაპირობა ფს-გიის ბედი. პირველი ცდა გაენთავისუფლებინა ფს-გია ამ კონცეფციის გაბატონებული გავლენისაგან, ეკუთვნის ბიჰევიორიზმს, რ-მაც თ-ის მეთოდთან ერთად უარყო თვით ჩვენი ფს-კის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობის იდეაც.
ჩვენი მეცნიერების მიღწევათა კრიტიკულმა ანალიზმა ნათელი გახადა, რომ შეიძლება გავიდეთ ცნობიერი ფს-კური პროცესების საზღვრებიდან და დავუშვათ არსებობა ცნობიერებისწინარე ფაქტებისა /досознательных фактов/, რ-ბიც დიდ როლს ასრულებენ აღ-ნის სიცოცხლეში. სულიერი ცხოვრების ამ ცნობიერებისწინარე სფეროს ჩვენ განწყობის სფეროდ მივიჩნევთ. იგი ავლენს მკვლევარის წინაშე სუბ-ის ქცევის განმსაზღვრელ კანონზომიერებათა რიგს ფს-კურ მოვლენათა ასეთი გაგება უკარგავს თ-ას უპირატეს მდგომარეობას ფს-გიაში და ეს უკანასკნელიც იმ მეცნიერებათა წრეს ერთვის, რ-იც თავის მიღწევათა ობიექტურ დასაბუთებას ესწრაფვისა თ-ას რჩება იმ პროცესების კვლევა, რ- ბმაც უკვე განიცადეს ობიექტივაციის ზეგავლენა. (დ. უზნაძე, მისი არქივიდან).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |