ის, რაც მოვლენისთვის /საგნისთვის „თვისია“, მას ეკუთვნის, მისი ნიშანია, რ-ის გარეშე მას არსებობა არ შეუძლია არ არსებობს უთვისებო საგანი ან მოვლენა; საგნის არსებობა მის თ-ებში ვლინდება. ყოველი საგანი თ-თა ისეთი ერთობლიობაა, რ-საგან რომელიმე ცალკე თ-ის გამოყოფა მხოლოდ აბს-ტრ-ის გზით არის შესაძლებელი; საგნის გარეშე ცალკე განხილული თ. მხოლოდ აბსტრ-ის პროდუქტია თ-ს ცალკე, უსაგნოდ არსებობა არ შეუძლია.
ფს-გიაში ად-ნის ზოგი თ. შეიძლება მისთვის დამახ. იყოს საზოგადოდ, რ-რც ად-ნისთვის, ე.წ. ზოგადადამიანური თ./მეტყველება შრომა და სხვა/. ზოგიც მხოლოდ გარკვეული ინდივიდის კუთვნილება შეიძლება იყოს, მაგ., შურიანობა, სიკეთე, გულუხვობა და სხვა ხასიათის და ტემპერამენტის თ-ები, რ-რც წესი ყველა ინდივიდუალური თ.-ებია.