ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ცნება ფს-გიაში, ეწოდება სუბ-ის ფს-კურს „სიღრმით ფენებში“ ყველაზე ძველ დაბალ, არაცნობიერ ფენას. „იგი“— ფენა გაუცნობიერებელი ლტოლვების და სურვილების სამყოფია. „იგი“ ფენაში ჩაძირულია „განდევნილი განცდები“. ისინი კომპლექსის სახით ზემოქმედებენ ცნობიერებაზე და განსაზღვრავენ მის მოქმედებას და მიმდინარეობას. „იგი“ ფენა, ფროიდის თეორიით, მძაფრ კონფლიქტურ მიმართებაში იმყოფება სხვა ცნობიერ ფენებთან –„მე“ და „ზე-მესთან“ /იხ. კომპლექსი, განდევნილი განცდა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.