A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
იდე იდი

იდეა

Gk. idea გამოსახულება, წარმოდგენა, ცნება

ფს-გიაში ი-ს წარმოდგენად თვლიან. ლაპარაკობენ ი- თა ასოციაციაზე, თანდაყოლილ ი-ებზე /ძველი ფს-გია/, ბოდვით ი-ებზე, „ი-თა ქარიშხალზე“ /ფსიქიატრია, ფსიქოპათოლოგია/. ამ შემთხვევაში ი-ის ქვეშ წარმოდგენას გულისხმობენ. მაგრამ წარმოდგენასა და ი-ს შორის მკვეთრი განსხვავება არსებობს. წარმოდგენა უფრო ვიწროა და ინდივიდუალური შინაარსისაა, ი-ს კი მეტი ზოგადობა ახას. და არსებითად მეტყველებასთანაა დაკავშირებული, ვერბალურ სტიმულაციას ემორჩილება. დ. უზნაძის აზრით, განწყობის ასპექტით, წარმოდგენასა და ი-ს შორის მკვეთრი განსხვავება არსებობს. „წარმოდგენა, ჩვეულებრივ, იმავე პირობებში აღმოცენდება, რ-რც აღქმა. იგი აქტუალური განწყობის პროდუქტია. ი-ის შესახებ ეს არ ითქმის. თავისი აღმოცენებისათვის იგი ობიექტიეაციას გულისხმობს. იმისათვის, რომ სუბ-ს გაუჩნდეს, წინასწარ ობიექტივაციის აქტია საჭიროა წარმოდგენა და ი. ორი თვალსაჩინო განსხვავებული ფს-გიური კატეგორიაა“ / დ. უზნაძე/.

მეცნ-ში ი იხმარება ძირითადი პრინციპის, დებულების, სახელმძღვანელო აზრის მნიშვ. მხატვრულ ლიტერატურაში ნაწარმოების დედააზრის ავტორის ჩანაფიქრის გაგებით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9