წარმოშობილია სიტყვა „იდეა“-დან. –გულისხმობს: იმ შინაარსის სრულქმნილ სახეს, რ-ის განხორციელებისკენაც არის ადამიანის მისწრაფება მიმართული: მისაბაძი ნიმუში, რ-იც ყველაზე სასურველად და უკეთესად ასახავს იდეას, მრწამს, მისწრაფების მიზანს. ყოველ მოქმედ ერთეულს აქვს თავისი ი. მაგ., მეცნ-ის ი-ად ითვლება ჭეშმარიტება, ეთიკისა–ზნეობრივი სრულქმნა, სიკეთე; ესთეტიკისა მშვენიერების ასახვა. ი. დასახული აქვთ აგრეთვე ზეინდივიდუალურ ინსტიტუტებსაც, მაგ., საზოგადოებას, კლასს, სახელმწიფოს, კაცობრიობას; შეიძლება ვილაპარაკოთ აგრეთვე ეპოქის ი-ზეც და სხვა. ყოველ ად-ნს თავისი ი. აქვს, სხვისგან განსხვავებული, რ-იც მისი მოქმედების მიზანს განსაზღვრავს და მისი სიცოცხლის აზრს შეადგენს.