![]() |
![]() | |
როცა რაიმე აზრი, მოგონება, შიში, სწრაფვა ან მოქმედება საკუთარი ნებისა და სურვილისაგან დამოუკიდებლად და განსაკუთრებული ძალით აეკვიატება ავად-ს. ამ მოვლენის უაზრობა და მისი ავად-ური ხასიათი ავად-ს სავსებით გაცნობიერებული აქვს. იგი კრიტიკულადაა განწყობილი ა. მ-ის მიმართ, ცდილობს მის დაძლევას, მაგრამ საკუთარი ძალებით ამ მდგომარეობისაგან განთავისუფლება არ შეუძლია.
ა. მ. ორ ძირითად ფორმად იყოფა :
ა) აფექტურად ნეიტრალური შინაარსის ა. მ-ნი: თვლა (იხ. არითმომანია), დავიწყებული ტერმინის, ან ფორმულების აკვიატებული რეპროდუქცია, აკვიატებული „გრძნობა“ (ავად. გამუდმებით ფიქრობს იმაზე, თუ რატომაა დედამიწა მრგვალი და რა იქნებოდა, რომ ის ცილინდრული ყოფილიყო), სიტყვების აკვიატებული მარცვლა და სხვა.
ბ) აფექტურად დატვირთული შინაარსის ა. მ-ნი: აკვიატებული ეჭვი და ყოყმანი-ავად. ღელავს იმის გამო, შეასრულა თუ არა ესა თუ ის მოქმედება (გამორთო თუ არა წასვლის წინ სინათლე, სწორად მოიქცა თუ არა ამა თუ იმ სიტუაციაში, სწორად შეასრულა თუ არა ესა თუ ის დავალება და სხვა). აკვიატებული მოგონება - წარსულში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის გამუდმებული მოგონება, აკვიატებული წარმოდგენა — ავად .ვერ იშორებს რაიმე აბსურდულ და თანაც მეტად მძიმე შინაარსის წარმოდგენებს, თვალსაჩინოდ წარმოდგენს, თუ როგორ იტანჯება სამარეში მისი ახლობელი, რ-იც თითქოს ცოცხლად დაასაფლავეს. აკვიატებული სწრაფვა – დაუძლეველი ლტოლვა მეტად საშიში ქცევის განხორციელებისაკენ (ვისიმე მოკვლისაკენ, ვინმესთვის თვალების დათხრისაკენ);. აკვიატებული შიშები (ფობიები), რ-ებიც ვისი შინაარსით უაღრესად მრავალფეროვანია. ავად. ღელავს თავისი ჯანმრთელობის გამო, ეშინია არ დაავადდეს (ნოზოფობია), ეშინია სიკვდილის (თანატოფობია) და სხვა. აკვიატებულ შიშებს ხშირად თან ახლავს ე. წ. რიტუალები, რ-იც ხორციელდება რაიმე უბედურების თავიდან აცილების მიზნით. ა. მ-თა ნევროზები ხშირია ფსიქასთენიური წრის ფსიქოპათებთან.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |