იგივე „კარპენტერის ეფექტი“ /იხ. კარპენტერის ეფექტი/. ამ კანონის მიხედვით: „რ-იმე მოვლენის აღქმა, ან წარმოდგენა – იწვევს მისი შესრულების იმპულსს“. ასეთია, უმრავლეს შემთხვევაში, აღქმული ან წარმოდგენილი მოძრაობები, რ-აც სუბ. იმეორებს იმავე სახით, რა სახითაც აღიქვა ისინი. მაგ., დამთქნარება, სიცილი, ტირილი, ცეკვა, ლაპარაკის მანერა და სხვა მრავალი საყოფაცხოვრებო ჩვევა. მათი გამეორება სრულდება, ჩვეულებრივ, ცნობიერების გარეშე, ნებისყოფის ჩაურევლად. ეს კანონი მოიცავს: შთაგონების, ჰიპნოზის, იმიტაციის /მიბაძვის/ მოვლენებს. შეიმჩნევა, უფრო ხშირად, ბ. ვობის ასაკში, მნიშვნელობა აქვს სოც. ფს-გიაში, სადაც შთაგონება და მიბაძვა სოც. მოვლენათა განმსაზღვრელია.