A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
იდე იდი

იდიოტია

Gk. idiōtes უვიცი, სულელი

თანდაყოლილი, ან ადრეულ ბ-ობის ასაკში შეძენილი ღრმა სუსტგონიანობა. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნაყოფის ან თვით დედის რაიმე დაავადება ნაყოფის განვითარების / ემბრიონულ / პერიოდში, ტვინის დაზიანება დაბადებასთან დაკავშირებით, ან თავის ტვინის დაავადება/ მენინგიტი, ენცეფალიტი/ დაბადებიდან პირველ ორ თვეში; აგრეთვე მძიმე მემკვიდრეობა /მაგ., სიფილისი და სხვა/. ი. არის მძიმე ფორმის გონებრივი განუვითარებლობა, ა. ბინეს მიხედვით: ი. ორი ან სამი წლის ბ-ვის გონებრივი განვითარების დონეს არ აღემატება. ი-ის დამახასიათებელი ნიშნებია: გონებრივი სიჩლუნგე, დროის, სივრცის, რიცხვის ცნებების უქონლობა, მოკლებულია ელემენტარული აზროვნების უნარს; მოტორიკა შეზღდული, უჭირს სიარული, თავის მოვლა არ შეუძლია, მეტყველება სრულებით განუვითარებელი. ინტერესი ორგანული მოთხოენილებების ზევით არ ადის, შეგრძნება – შეზღუდული, ხშირად გაუკუღმართებული. წერა-კითხვის სწავლა არ შეუძლია, მარტივი პირობითი რეფლექსის განმტკიცება ჭირს. სტერეოტიპულად იმეორებს ერთსა და იმავე უაზრო ქმედებას /თითის წოვა, ენის გამოყოფა, რაიმე წამოძახილის დაჟინება/. ფიზ. აგებულება: დისპლასტიკური, მანკიანი, თავის ქალა ხშირად დეფორმირებული; დამოუკიდებელი ცხოვრება არ შეუძლია, საჭიროებს გამუდმებულ სოც. უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9