A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აკა აკვ აკი აკო აკრ აკუ

აკვიატებული წარმოდგენა ანუ პერსევერაციული წარმოდგენა

წარმოდგენა რ-იც სუბ-ის განზრახვის გარეშე ჩნდება, ცნობიერებას ეუფლება და დიდხანს არ შორდება. მაგ., რაიმე სიტყვა, წინადადება ან მელოდია აეკვიატება კაცს, სულ თავში უტრიალებს და მიუხედავად სურვილისა, ვერ იშორებს; ქრება აგრეთვე თავისთავად, შეუმჩნევად, განზრახვის გარეშე. თანახმად ე. კრეჩმერისა, ა. წ. პიროვნების კონსტიტუციურ-ტიპოლოგიური ნიშანია. ფსიქოპათოლოგიაში იგი მიჩნეულია ფს-კური დაავადების ერთ-ერთ ნიშნად.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9