გეშტალტთა ერთიანობა. ფს-გიაში ტვინის ფიზიოლოგიური პროცესებისა და შესატყვისი ფს-კური განცდის გეშტალტური ერთგვარობა, ორივე მოვლენათა წყობის ერთნაირობა. ეს აზრი, რ-რც ჰიპოთეზა, გეშტალტფსიქოლოგიაში ვ. კელერმა წამოაყენა „იზომორფიზმის“ სახელწოდებით. მისი აზრით, „განცდის კონკრეტული წყობა ზუსტი გამეორებაა შესატყვისი ფიზიოლოგიური პროცესის წყობისა ტვინშიო". ეს იმას ნიშნავს, რომ განცდა და მისი ფიზიოლოგიური კორელატი – ორივე ერთნაირი აღნაგობისაა, უფრო მარტივად გაგებული ეს აზრი, რომ ყოველ ფს-კურ მოვლენას თავისი ნეიროფიზიოლოგიური პროცესი შეესატყვისება, ფს-გიაში. გეშტალტფსიქოლოგიამდეც იყო ცნობილი /გ. ე. მიულერი, ე. მახი, ვ. ფეხ- ნერი და სხვანი/.