A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ილუ

ილუზია

L. illusio დაცინვა, მოტყუება

გარეგამღიზიანებელი სინამდვილის დამახინჯებულად აღქმა, მცდარი აღქმა. განსხვავებით ჰალუცინაციისაგან ი-ის გამომწვევი საგანი ყოველთვის ობიექტურადაა მიცემული.

სინამდვილის ილუზორული აღქმის მიზეზი სხვადასხვაგვარია:

1. ფიზ. ი-ას /წყალში ჩაშვებული, სწორი ჯოხი გადატეხილად ან მოღუნულად გვეჩვენება/აჩენს ფიზ. მოვლენათა/, სხივების გადატეხა ჰაერში და წყალში/ მხედველობის ორგანოზე ზემოქმედება.

2. ფიზიოლ. ი-ას /მზედველობის ნეგატიური კვალი/ აჩენს მხედველობის ორგანოს გარკვეული თავისებურება /იხ. მხედველობის თანამიმდევარი კვალი/.

3. ფს-გიური ი-ის გამომწვევ მიზეზად ფს-კური ფაქტორია მიჩნეული. ფს-გიური ი-ის მრავალი სხვადასხვა სახეა ცნობილი:

ა/ მხედველობითი ი. საგანთა ვრცეულობითი თვისებების აღქმასთან დაკავშირებული ასეთია მაგ., ყველა „გეომეტრიულ-ოპტიკური ი. იხ., /შრედერის კიბის ი; ცელნერის ი; ჰერინგის ვარსკვლავისებური ი; პოგენდორფის, ზანდერის, მიულერ-ლაიერის ი; სიდიდის კონტრასტული ი-ები და სხვ./;

ბ/ ი-ები დაკავშირებული მოძრაობის აღქმასთან, ასეთია მაგ., ტაუ-ფენომენი; ფი-ფენომენი; სტრობოსკოპული მოვლენა; ფაქტიურად უმოძრაო საგნების მოძრავაღ აღქმა და სხვა. /იხ. მოძრაობის ილუზიები/.

გ/დროის აღქმის ილუზიები: /მოლოდინის შემთხვევაში ხდება დროის გადაფასება, გვეჩვენება, რომ დრო ძალიან ნელა მიდის. შთაბეჭდილებათა სიმრავლე დროის ხანგრძლივობას ამოკლებს, შთაბეჭდილებათა სიღარიბე, პირიქით, დროის შეფასებას ახანგრძლივებს, „სავსე დროის კანონს“ ემორჩილება. /მხიარულად დროს გატარება ხანგრძლივობის განცდას ამოკლებს; „მოწყენილობა, სევდიანობა, პირიქით, · დროის განცდას ახანგრძლივებს/. დროის განცდა სუბ-ურობით ხასიათდება და სწორედ ეს სუბ-ურობაა დროის აღქმაში ი-ის წყარო /იხ. დროის აღქმა/.

გარდა მხედველობის შეგრძნებისა, ი-ები შეგრძნების სხვა მოდალობებშიც ჩნდება, მაგ., სიდიდის კონტრასტული ი. შეგრძნების ყველა მოდალობას ახას. ი. შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე მცდარი მოგონების /მეხსიერების/ საფუძველზეც. ასეთია მაგ., კარგად ცნობილი „ უკვე ნახულის ილუზია“ და „არასდროს არ ნახულის ილუზია“ /იხ./.

განწყობის ილუზიები /დაამუშავა და რ–რც მეცნ. კვლევის მეთოდი ფს-გიაში შემოიტანა დ. უზნაძემ/ ორი სახისაა: ასიმილაციური და კონტრასტული.

კონტრასტული ი. ექსპერ–ულ პირობებში: სიდიდეების ურთიერთშედარების მიზნით ცპ-ს ტაქისტოსკოპურად ორი წრის ნახაზი ეძლევა მარჯვენა მხარეზეა დიდი წრე, ხოლო მარცხენა მხარეზე უფრო პატარა წრე. ამ თანამიმდევრობით წრეების განმეორებითი ჩვენება 10—15 - ჯერ /საგანწყობო ცდები/ ცპ-ს უქმნის მარჯვნივ დიდი წრის და მარცხნივ პატარა წრის დანახვის განწყობას. განწყობის ამ ფონზე ცპ-ს შესადარებლად აწოდებენ ორივე მხარეზე /რ-რც მარჯვნივ, ისე – მარცხნივ/ ერთნაირი სიდიდის წრეებს /კრიტიკული ცდები/. მარჯვნივ, სადაც სუბიექტს საგანწყობო ცდებში დიდი წრე ეძლეოდა, ცპ. ახლაც დიდს მოელის, მაგრამ წინააღმდეგ მოლოდინისა აქ ის წრეს უფრო პატარად დაინახავს ვიდრე მის ტოლ წრეს მარცხენა მხარეზე. ცპ-ს გაუჩნდა კონტრასტული ი, ე. ი. დაინახა არსებულ განწყობაში ნავარაუდევი დიდი წრის კონტრასტი – პატარა წრე. კონტრასტული ი-ის გაჩენა, რ-რც ყოველი ი-ისა საერთოდ, ხდება სუბიექტის ცნობიერი აქტიეობის გარეშე. კონტრასტის ფენომენი ერთხანს მეორდება უცვლელად და სინამდვილის ადეკვატურ აღქმას /წრეების ტოლობის დადასტურებას, ზოგჯერ თანდათან, ასიმილაციური ილუზიის მონაცვლეობით, ზოგჯერ კი პირდაპირ, უშუალოდ აღწევს.

დ. უზნაძის თეორიით კონტრასტული ი. ჩნდება, როცა არსებული განწყობა /ჩვენს შემთხვევაში საგანწყობო ცდებით შექმნილი „დიდი–პატარას“ განწყობა/ ვერ ახერხებს ახალი სიდიდეების აღქმას, თავისთან ასიმილირებას, მაშინ ის /განწყობა/ ირღვევა და ადგილს უთმობს საწინ. განწყობას, რ–ლიც საწინ. ანუ კონტრასტულ ი-ას აჩენს. კონტრასტული ი. არსებითად ასიმილაციური ი-ის როლს ასრულებს, რადგან ასიმილაციის გზის გარდა სინამდვილის აღქმის სხვა გზა არც არსებობს.

ასიმილაციური ი.: საგანწყობო ცდაში ც. პ-ს ეძლევა მარჯვნიე ოდნავ დიდი წრე, ვიდრე მარცხნივ კრიტიკულ ცდაში მიწოდებულ ტოლ სიდიდეებს ის აღიქვამს განწყობის შესატყვისად: მარჯვენა მხარეზე წრე ოდნავ უფრო დიდად მოეჩვენება, ვიდრე მარცხენა მხარეზე, ე. ი. მარჯვენა მხარეზე, სადაც საგანწყობო ცდებში ოდნავ უფრო დიდი წრე ეძლეოდა, იქ ახლა / კრიტიკულ ცდაში/ ტოლ სიდიდეს ილუზორულად კვლავ ოდნავ დიდად დაინახავს, რ-იც თანდათან ადეკვატურ აღქმაში გადავა.

როგორც კონტრასტული, ისე ასიმილაციური ი-ის შემთხვევაში, ი. ჩნდება გარკვეული განწყობის საფუძველზე, რ-იც წინასწარ ექმნება სუბ-ს საგანწყობო ცდებით; „ამიტომ ეწოდება ამ ილუზიებს განწყობის ილუზიები. ი-აა ეს მოვლენა იმიტომ, რომ კრიტიკულ ცდაში ფაქტიურად ტოლი ობიექტები, არატოლად, ე. ი. მცდარად აღიქმება.

განწყობის ჩნდება, როცა პირობა / განწყობა/, რ-ის საფუძველზეც უნდა წარმოშვას აღქმა, ირღვევა, ხოლო მის ადგილას განმტკიცებული ახალი პირობა აღქმის არსებული მზაობის /განწყობის/ მდგომარეობას არ უდგება, არ ეგუება.

განწყობის ი-ას ახას.:

ა/დინამიკურობა გარკვეულ პირობებში წარმოიშობა, თავის მიმდინარეობაში ფაზურად იცვლება და ამის შემდეგ გადადის ადეკვატური აღქმის ფაზაში, ჩნდება შეგრძნების ყველა მოდალობაში,

ბ/ ზოგადობა არ ატარებს ლოგიკურ ხასიათს, არამედ ერთ მოდალობაში გაჩენილი ვრცელდება ყველა მოდალობის აღქმაზე, ის მთლიან–პიროვნული მოვლენაა/.

განწყობის სუბ-ის იმ მდგომარეობის გამოხატულებაა, რ-იც განწყობის ეფექტის – ქცევის – მიმდინარეობას განსაზღვრაკს, ამიტომაა შესაძლებელი საზოგადოდ პიროვნების კვლევის მეთოდად მისი გამოყენება, რაც ფაქტიურად დ. უზნაძემ გააკეთა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9