A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ილუ

ილუზიის თამაში

შეიმჩნევა „ფიზ. თამაშის“ გვერდით ორი წლის ბ-ვის ასაკში, იგი თავის მწვერვალს ხუთი წლის ასაკში აღწევს, 6 წლი-დან მკვეთრად ეცემა, მაგრამ სულ არ ისპობა და შეიძლება შეგვხვდეს სასკოლო ასაკშიც. ი. თ. გარკვეული სიუჟეტის მატარებელია. მასში, ბ-ვი თითქოს ასცენიურებს გარკვეულ მოქმედებას, სადაც როლების შემსრულებელი თვითონ არის. თამაშობს „ცხენობანას“, „სტუმრობანას“, „შვილობანას", აძინებს დედოფალას და სხვა. ყველა ესენი ი. თ-ებია; მათი დამახასიათებელია აღმზრდელობითი ტენდენცია, ე. ი. მოძრაობებს აქ თვითღირებული მნიშვნელობა კი არ ენიჭება, არამედ გამოხატავენ იმ აზრს, რ-იც მათში იგულისხმება. ი თ. გარკვეული აზრის მატარებელია, აზრდებული ქცევაა. როდესაც ბ-ვი ჯოხზე ზის და ცხენობანას თამაშობს, მან იცის, რომ, არც ჯოხია ნამდვილი ცხენი და არც მისი მოძრაობებია ნამდვილი ცხენოსნობა. აქ მოქმედება მხოლოდ იმას გამოხატავს, რ-აც მისი ფანტაზია გულისხმობს. ამიტომაც თამაშის ამ სახეობას, „ფანტაზიის“ თამაშსაც უწოდებენ. ფანტაზიას საფუძვლად უდევს ბ-ვის ემოციურობა და სუბ-ურობა. ამის გამო, მეორე წლიდან ბ-ვის წარმოდგენები არა მარტო რეპროდუქციულია, არამედ პროდუქციულიც: ამიერიდან ცნობიერება შესაძლებელს ხდის პროდუქციული ფანტაზიის ამოქმედებას; ბ-ეს უვითარდება შემოქმედებითი წარმოსახვის უნარი, რაც მნიშვ-ის ანუ აზრის ცნობიერების გაღვიძებასთან არის დაკავშირებული. ი. თ.-ის აზრს არსებითად ბ-ვის ფანტაზიის ეს თავისებურება განსაზღვრავს. /იხ. თამაში/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9