A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
იმა იმბ იმი იმპ

იმბეცილობა

L. imbecillus სუსტი, უღონო

თანდაყოლილი ან ბ-ვის ადრეულ ასაკში შეძენილი სუსტგონიანობა. ი-ის გამომწვევი მიზეზები, ისე რ-რც სუსტგონიანობის სხვა სახეებისაც შეიძლება იყოს:

1. ნაყოფის ან დედის დაავადება ნაყოფის განვითარების ემბრიონულ პერიოდში.

2. ორგანული ტრავმა დაბადებასთან დაკავშირებით.

3. თავის ტვინის მძიმე დაავადებანი /მენინგო-ენციფალიტი და სხვა/. ი. დებილობაზე უფრო ღრმა ჭკუასუსტობაა, მაგრამ იდიოტობაზე უფრო იოლია. ი-ლის აზროვნების ფუნქციები სავსებით დაქვეითებულია, ცნებით აზროვნებას მოკლებულია, წარმოდგენები კონკრეტული საგნების ხატით განისაზღვრება, გონებრივი განვითარება 3-4 წლის ბ-ვის გონებ. განვით-ბის დონეს ვერ სცილდება, მეტყველება – ჩამორჩენილია ი-ლ ბ-ვს ნორმალურ, მასობრივ სკოლაში სწავლა არ შეუძლია, წერა-კითხვა, ანგარიშის ელემენტარული ცოდნის შეძენა – დიდ სიძნელეებს შეიცავს, სასკოლო დისციპლინას ვერ ეგუება, ახასიათებს დეზორგანიზებული ქცევა, იმპულსურია, ფიზ. აგებულება – დისპლასტიკური, არაპროპორციული, მოტორიკა ცუდად განვითარებული. თავის მოვლა /დაბანა, ჩაცმა და სხვ./. უჭირს. ი-ლი ბ-ვი საჭიროებს საგანგებო ზედამხედველობას სპეციალურ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც მას შრომის ელემენტარულ ჩვევებს შეუმუშავებენ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9