A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
იმა იმბ იმი იმპ

იმპულსური ქცევა

დ. უზნაძის თეორიით ქცევის ერთ-ერთი ფორმა, რ-იც აქტუალური მოთხოვნილების და კონკრეტული სიტუაციის საფუძველზე შექმნილი განწყობის ზეგავლენით წარმოიშობა და ხორციელდება. მაგ., როცა ად-ნს რაიმე აქტუალური მოთხოვნილება აქვს, მაგ., წყალი სწყურია, მასში ამ მოთხოვნილების იმპულსი აღძვრის; ხოლო ის აქტუალური კონკრეტული სიტუაცია, რ-საც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეეძლება, მას გარკვეული ქცევის, მოქმედების განწყობილებას უქმნის თუ წყალი იქვე მაგიდაზეა, ის ხელს გასწევს, წყალს ჭიქაში დაისხამს და დალევს, თუ წყალი მეორე ოთახში ეგულება, წავა და აღნიშნულ მოქმედებას იქ შეასრულებს, ან თუ იქვეა ვინმე ახლობელი, სთხოვს წყალი მოუტანოს. ყველა ეს ქცევა ი. ქ-აა, რაც აქტუალური მოთხოვნილების და კონკრეტულად მოცემული სიტუაციის ურთიერთობით შექმნილი განწყობა განსაზღვრავს საწინ. ნებისმიერი ქცევისა, ი. ქ-ის შემთხვევაში სუბ. არ დგას სიძნელის შემცველი ამოცანის წინაშე, იგი არ მიმართავს მოტივთა შეპირისპირებას, გადაწყვეტილების მიღების აქტს, ობიექტივაციას. ქცევა მარტივად შეუფერხებლად მიმდინარეობს, საკუთარი „მე“-ს აქტივობის განცდა არ ჩნდება. ი. ქ.-ს სახეებია: მოხმარება, სხვათა მომსახურება და თვითმომსახურება /იხ. ქცევის ფორმები, ქცევის ექსტეროგენური ფორმა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9