| | |
ფილ-ოს-ში მოძღვრება ნებისყოფის თავისუფალი მოქმედების შესახებ. ი. ამტკიცებს, რომ ად-ნის მოქმედება არ არის მიზეზობრივად განსაზღვრული, მისი მოქმედება არ არის მის გარეშე არსებულ რაიმე სხვა პირობას დაქვემდებარებული, ად-ნის ქცევა არ არის შებოჭილი არც მისი ხასიათით, არც მოტივთა შორის ბრძოლით ან რაიმე გარე სიტუაციით. ნებისყოფა თავისუფალი თავის მოქმედებაში. ამის მთავარ არგუმენტად ი. იყენებს მოქმედების თავისუფალი არჩევანის განცდას, ე. ი. როცა ად-ნი მოქმედებს, მაშინ კიდეც იცის, რომ ეს მოქმედება მის მიერ არის განსაზღვრული, მას აქვს საკუთარი აქტივობის ცნობიერება.
საწინ. მიმართულება– დეტერმინიზმი გულისხმობს, რომ, რ-რც ყოველი მოვლენა, ისე ნებისყოფის მოქმედებაც, მიზეზობრივი მიმართებითაა განსაზღვრული, ამის სასარგებლოდ უმთავრესად ის ფაქტი მეტყველებს, რომ ნებელობის მოქმედებას წინ უძღვის მოტივთა შორის ბრძოლა, არჩევანის მიღებას მოტივი განსაზღვრავს. ამიტომ ლაპარაკი ნებისყოფის თავისუფალი მოქმედების შესახებ, დეტერმინიზმს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
არაერთი ფს-გიური ექსპერ. გამოკვლევა მიეძღვნა ნებელობის პრობლემას /ი. ლინდვორსკი, 1925, ნ. ახი, 1935 /. ნებისყოფის თავისუფალი მოქმედების საკითხის გადაჭრა ნაცადი აქვს აგრეთვე დ. უზნაძეს, მისი აზრით, სწორია დეტერმინიზმის მტკიცება, რომ, როცა ად-ნი რამდენიმე შესაძლებლობას შორის ამ გარკვეულ მოქმედებას ირჩევს, ამას თავისი მიზეზი აქვს, რომ მას გარკვეული მოტივი, მოთხოვნილება განსაზღვრავს. მაგრამ არც ი-ის საბუთი ნებისყოფის თავისუფალი მოქმედებისა — საკუთარი აქტივობის განცდა – არის საფუძველს მოკლებული. ამ საწინააღმდეგო დებულებათა შერიგებას დ. უზნაძის განწყობის თეორია შემდეგნაირად ახერხებს: როცა ადამიანი აქტუალური სიტუაციის ზეგავლენას აიცდენს და იმპულსურ მოთხოვნილებას გაექცევა, იგი ნებისყოფას მიმართავს და წარმოსახული სიტუაციის პირობებში ქმნის თავის თავში განსაზღვრულ განწყობას, რის საფუძველზეც წარმართავს შემდეგ თავის მოქმედებას. ეს განწყობა სუბ-ის დამოუკიდებელი შემოქმედების ნაყოფია და სწორედ ქმნის სუბ-ის აქტივობის და, მაშასადამე, ნებელობის თავისუფალი მოქმედების განცდას. მოქმედების ამ მონაკვეთში ნებელობის თავისუფლება დასაბუთებულია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ნებელობის მოქმედებას მაინც განსაზღვრული ფაქტორი განწყობა უძღვის წინ – ეს მის დეტერმინისტულ ხასიათზე მიუთითებს, რადგან ნებისეული მოქმედების საფუძვლად მდებარე განწყობა თვითონ მოლიანად დეტერმინირებულია მოთხოვნილებით და წარმოსახული სიტუაციით. „ნებელობა თავისუფალია, რამდენადაც ის აქტუალური სიტუაციის გავლენას არ ემორჩილება, რამდენადაც აქედან მომდინარე იძულებას არ განიცდის იგი თავისუფალია, რამდენადაც მასზე მოქმედი სიტუაცია წარმოსახვითია, მაშასადამე, სუბ-ის მიერაა გაცნობიერებული. მაგრამ იგი დეტერმინირებულია, არაა თავისუფალი, რამდენადაც, თუმცა წარმოსახულით, მაგრამ მაინც სი ტუაციითაა პირობადებული“ / დ. უზნაძე/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |