ი. ადლერის მიერ შემუშავებული სახელწოდება. სიღრმითი ფს-გიისა და ფსიქოანალიზის იმ მიმართულებისა- თვის, რ-იც შექმნა მან თვითონ იმის შემდეგ, რაც ზ. ფროიდს გაემიჯნა /1911/, ი-იის შეხედულებით ად-ნის სიცოცხლის მიზანი წარმოიშობა. ინდივიდის „მე“-ს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ურთიერთობის პროცესში. ყოველი სუბ. სოციალური ურთიერთობის საფუძველზე იმუშავებს თავისი სიცოცხლის გეგმას /Lebensplan/ და იღწვის იმისათვის, რომ დაიმკვიდროს საზოგადოებაში კუთვნილი ადგილი. მაგრამ ამ მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში მას ხშირად აკლდება საჭირო ძალები და უჩნდება საკუთარი პიროვნების უკმარობის განცდა. ასეთ შემთხვევაში ად-ნის განვითარებისა და მოქმედების მიმმართველ პრინციპად ი-მ საკუთარი პიროვნების არასრულფასოვნობის დასაფარავად /საკომპენსაციოდ/ მიმართული ძალების არაცნობიერი სწრაფვა აღიარა. მართალია, ზოგჯერ ასეთი სწრაფვა დიდი მიღწევების საწინდარი ხდება, მაგრამ ხშირად ეს ძალები ვერ აღწევენ მიზანს, პიროვნება ვერ იმკვიდრებს ცხოვრებაში მისთვის სასურველ ადგილს. ამის ნიადაგზე ი-ის შეხედულებით სუბ-ში წარმოშობა შინაგანი კონფლიქტი, რ-იც ნევროზული რეაქციის სათავე და საფუძველი ხდება.
ი-ის შეხედულებით საკუთარი პიროენების არასრულფასოვნობის განცდა ბ-ვობის პერიოდიდანაც მუშავდება. ამას ხელს უწყობს ბ-ვის მიერ თავის სისუსტის, უმწეობის, დიდებისგან დამოკიდებულების განცდა. მისი შეხედულებით სწორად დაყენებული აღმზრდელობითი სისტემა უნდა ცდილობდეს ჩაუნერგოს ბ-ვს ( შთაგონებით, გამხნევებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვით) საკუთარი პიროვნების რწმენა, შეუქმნას მას თავისი ძალების შესახებ რეალური წარმოდგენა.