გამოყენებითი ფს-გიის ერთ–ერთი დარგი. შეისწავლის ად-ანს, რ–რც ფს-გიურ ფაქტორს ინდუსტრიული წარმოების პროცესში. ემსახურება შრომის მეცნიერულ ორგანიზაციას და რაციონალიზაციას /იხ. რაციონალიზაცია/. ინდუსტრიული ტექნიკის განვითარება და მისი გამოყენება დამოკიდებულია ად-ნის, რ–რც წარმოების ფაქტორის ცოდნაზე, მის პროფესიულ თავისებურებებზე, ად-ნსა და მანქანას შორის შესატყვისობის გათვალისწინებაზე. ეს და, საზოგადოდ, ად-ნის მანქანასთან შრომითი დამოკიდებულების საკითხები. ი. ფ-ის კვლევის საგანს შეადგენს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.