L. inductio შეყვანა, მიყვანა ლოგიკ-ში კერძო შემთხვევიდან ზოგადის, კანონზომიერების გამოყვანა. მეცნ-ში ემპირიული კვლევის მთავარი მეთოდია გამოცდილებაში დაკვირვებით და ექსპერ-ით მიღებული მასალის საფუძველზე ისეთი ზოგადი დებულების წესის, კანონზომიერების/ გამოყვანა, რ-იც თვითონ გამოცდილებაში უშუალოდ არ გვეძლევა. ი-ის მეთოდით დადგენილი კანონზომიერება არა აბსოლუტური არამედ შედარებითი ხასიათისაა. ი. თავისი დასკვნებისათვის ეყრდნობა ფაქტებს, ადარებს მათ ურთიერთს წონის, ზომის და სხვა ემპირიული ნიშნების მიხედვით, ფართოდ იყენებს სტატისტიკას და ექსპერ-ს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.