ხელოვნებაში ი–ით აღნიშნავენ შემოქმედებით აღმაფრენას, შთაგონებას, იდეის უცბად „გაბრწყინებას“ და ცნობიერებაში ელვისებურ შეჭრას. ციცერონს მიაწერენ გამოთქმას: Nulus poets sine sfflatu divino /არ არსებობს პოეტი შთაგონების გარეშე/. ქართველი ფს-გის დ. უზნაძის აზრით, ნაწარმოების იდეის დაბადების პროცესში ხელოვანი „არაჩვეულებრივ აგზნებას გრძნობს, იდეებისა და გრძნობების არაჩვეულებრივ სიმდიდრეს და სიცხოველეს განიცდის, და ამ მომენტში თითქოს სრულიად სპონტანურად, მისი ნებისყოფის და ინტელექტის ჩარევის გარეშე, სრულიად არაცნობიერად, მომავალი მხატვრული ნაწარმოების იდეა ისახება“.
დ. უზნაძის აზრით ი–ის მომენტში დაბადებული იდეა წინამოსამზადებელი საფეხურის – განწყობის - მუშაობის ნაყოფია. p>რელიგიური გაგებით ი. ნიშნავს ზებუნებრივ ურთიერთობას ღმერთსა და ად-ნს შორის დამყარებულს ად-ში ღვთაებრივი სულის შთაბერვის გზით.
ი. თავისი შინაარსით ახლოს დგას ინტუიციასთან /იხ. ინტუიცია/.