A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ინა ინდ ინე ინვ ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრაცია /ინტეგრირება/

L. integratio აღდგენა

ფს-კურ მოვლენათა გაერთიანება უფრო მაღალ სტრუქტურულ რომელობად, შედარებით დამოუკიდებელ ფს-კურ მოვლენათა შერწყმა ურთიერთთან ერთ მთლიანობაში, რ-იც ფუნქციობს, რ–რც დამოუკიდებელი მთლიანი ერთეული, რ-ის ნაწილები შერწყმის შედეგად არ იკარგებიან, არამედ შედიან მთლიანში თავისი სპეციფიკური ფუნქციით, ახდენენ ურთიერთზე ზეგავლენას და თვითონაც მთლიანის ზეგავლენას განიცდიან. ასეთია მაგ., უმაღლესი სტრუქტურული მთლიანობა – „პიროვნება“, რ-იც ფსიქო–ფიზ-რად დიფერენცირებული ელემენტებისაგან არის ინტეგრირებული, ერთ მთლიანობად გაერთიანებული. ცოცხალი არსების მთელი ონტოგენეზური განვითარება ასეთი ი-ის პროცესისაგან შედგება: ფუნქციები იზრდება, მწიფდება, დიფერენცირდება, ერთდება, ურთიერთს ერწყმის და ერთ მიზანშეწონილ, კოორდინირებულ ერთეულად ყალიბდება. ამის პროტოტიპად შეიძლება ნერვული სისტემის აგებულება მივიჩნიოთ, რ-ის ცალკე ნერვული უჯრედებისაგან შედგენილი სისტემებიდან მთავარ, ცენტრალურ ნერვულ სისტემად არის ჩამოყალიბებული, რ-იც მოქმედება სავსებით კოორდინირებულია თავის ნაწილებთან ისე, რ-რც ამ ნაწილების მოქმეღებაა შეთანხმებული ურთიერთთან და მთლანთან.

რაც უფრო ძლიერადაა ინტეგრირებული რაიმე სისტემა, მაგ., პიროვნება, მით უფრო ინდივიდუალური სახით არის ის გამოკვეთილი. დაბალი ხარისხის ი. ავად- ზე, დეფექტებზე მიუთითებს. პ. ჟანე ისტერიას მაგ., განიხილავდა, რ-რც ცუდი ი-ის შედეგს. სულიერად დაავადებული სუბ. არ წარმოადგენს ინტეგრირებულ პიროვნებას, ის „გახლეჩილი“ და დეზინტეგრირებულია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9