A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ინა ინდ ინე ინვ ინს ინტ ინფ ინც

ინტელექტუალური გრძნობები

უმაღლესი გრძნობების ერთ–ერთი სახე. მაგ., გაკვირვება, ეჭვი, დარწმუნებულობა, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და სხვა გონების მუშაობასთან დაკავშირებული გრძნობები. „გრძნობადი გრძნობებისაგან“ განსხვავებით მათ „უმაღლესი“ გრძნობები ეწოდება იმიტომ, რომ „გრძნობადი გრძნობების“ მსგავსად ისინი ფერის, გემოს, სმენის და სხვა ასეთების პასიური აღქმით კი არაა განსაზღვრული, არამედ ინტელექტის აქტიური მოქმედებით. განსხვავებით გრძნობა-ემოციებისაგან ი. გ-ში გრძნობა, რ–რც სუბ-ური მდგომარეობა, წინა პლანზე არ დგას და წმინდა სუბ-ურ მდგომარეობად არ განიცდება. ი. გ. აღმოცენდება აზროვნების პროცესთან დაკავშირებით, მათში რაიმე ობიექტური ვითარების ძიებით გამოწვეული ინტელექტუალური აქტივობა დომინანტობს გრძნობაზე. სწორედ ეს ობიექტური ვითარების შემეცნებისაკენ სწრაფვა განსაზღვრავს აქ გრძნობებს და ამიტომაც ეწოდება მათ „ინტელექტუალური“.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9