ფს–კური ფენომენის, განცდის ერთ–ერთი ძირითადი ნიშანი. სქოლასტიკური ფილოს-ის ეს ცნება თანამედროვე ფს-გიაში შემოიტანა ფრანც ბრენტანომ. მისი მოძღვრების თანახმად ყოველი ფს-კური ფენომენის არსებითი ნიშანია საგნისადმი მიმართულება, ყოველი ფს-კუ-რი ფუნქცია რაიმე საგნისკენაა მიმართული, საგანს გულისხმობს: წარმოდგენაში რაღაც წარმოიდგინება, მსჯელობაში რაღაც შეიწყნარება ან უკუიგდება, სიყვარულს, ისე ვით სიძულვილს, თავისი ობიექტი აქვს. ფს-კურის ამ მიმართულობას თავისი ობიექტისადმი ანუ აღსანიშნისადმი ი. ეწოდება ფ. ბრენტანოს შეხედულებით ამ ნიშნით — ინტენციონალობით განსხვავდება ფს-კური სინამდვილე ფიზ–საგან, ყოველი ფს-კუ- რი ფუნქცია აღსანიშნ საგანთან ინტენციონალურ დამოკიდებულებაში იყოფება. ბრენტანოს ეს შეხედულება გაიზიარეს ა. მაინონგმა, ე. ჰუსერლმა, ს. ვიტაზეკმა, კ. შტუმფმა, მ. შელერმა, მ. ჰაიდეგერმა და სხვებმა. იგი მტკიცედ დამკვიდრდა ფს-გიაში.