A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ინა ინდ ინე ინვ ინს ინტ ინფ ინც

ინტერესი

L. interes მნიშვნელობა აქვს

სუბ-ის აქტიური მიმართულება საგნისადმი. რ–რც ფს-კური ფენომენი ი. „ინტელექტუალური გრძნობაა“. ინტელექტუალურია იმიტომ, რომ ჩნდება მხოლოდ შემეცნებით მოქმედებასთან დაკავშირებით, ხოლო გრძნობაა იმიტომ, რომ ი. შესაცნობ საგანთან სუბ-ის დამოკიდებულების განცდაა. სუბ–ურად ი. გარკვეული საგნის შემეცნებისაკენ მიმართული, ემოციურად შეფერილი მისწრაფებაა. ი. თეორიულ მოთხოვნილებას განსაზღვრავს: აძლევს მას გარკვეულ მიმართულებას; თეორიული მოთხოვნილება შინაარსეულად განსხვავებული ი–ის სახით ვლინდება: მაგ., ი. მათემატიკისადმი, მუსიკისადმი, ისტორიისადმი და სხვა. ამიტომ ად-ნის გარემოსთან დამოკიდებულებაში, ი. ქცევის განმსაზღვრელი მოტივია, რ-აც მოქმედება მიჰ- ყავს.

უინტერესო ქცევა იძულებითი ხასიათისაა, ხოლო ი-ის თანხლება ქცევას უკარგავს იძულებით ხასიათს და იგი სუბ-ტის თავისუფალ, საკუთარ მოქმედებად განიცდება. ამიტომაა, რომ ი. სწავლის ძირითად ფაქტორად ითვლება. პედ. ცდილობს სასწავლო მასალა ისე მიაწოდოს ბ-ვს, რომ იგი საინტერესო იყოს მისთვის. ი. ნაყოფიერი მუშაობის, კერძოდ სწავლის, მთავარი პირობაა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9