A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ინა ინდ ინე ინვ ინს ინტ ინფ ინც

ინტროვერტული, ექსტრავერტული

L. introversion შიგნით მიმართული, extraversion გარეთ მიმართული

კარლ გუსტავ იუნგის მიერ შეტანილი ცნებებია ფს-გიაში.

კ. იუნგის აზრით, ყოველი ად-ნი შინაგანად ტიპურად თავისებურია, ის ან ი. ტიპია, ან ე. ყოველი მათგანი თავისებურ ფს-კურ წყობას გულისხმობს, რ-იც მდგომარეობს მზაობაში, მიდრეკილებაში იმოქმედოს ან საკუთარი შინაგანი სამყაროს კარნახით /ი./ ან გარემოსამყაროს ზეგავლენით /ე./.

ი. ტიპი მიმართულია შიგნით თავის თავისკენ. თავის აზროვნების, გრძნობისა და მოქმედების იმპულსს და ენერგიას საკუთარი შინაგანი სამყაროდან იღებს. მის ქცევას, პირველ რიგში, საკუთარი პიროვნება განსაზღვრავს, გარემოს ზემოქმედებას გაურბის, ახალი სიტუაციის წინაშე უკან იხევს, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, გულჩათხრობილია.

ე. ტიპი მიმართულია გარესამყაროსაკენ. მისი აზრების, გრძნობების და მოქმედების განმსაზღვრელი, პირველ რიგში, გარეგანი ფაქტორია, იგი თავის მოქმედებას და რეაქციებს გარესამყაროს უთანხმებს, არ არის თავის „მე-“ს ანალიზში ჩაძირული, სხვასთან ურთიერთობას ეძებს, ადვილად ამყარებს მათთან კონტაქტს, ახალ სიტუაციაში თავს ყოველთვის ფლობს.

ტერმინები ი. და ე., რ-რც ად-ნთა ტიპის აღმნიშვნელი ცნებები, ფართოდაა გავრცელებული ფს-გიურ და აგრეთვე მოსაზღვრე დარგების ლიტერატურაში. გამოკითხვის ანკეტური მეთოდით და რორშახის ტესტით ჩატარდა გამოკვლევები ამ ცნებათა ვერიფიკაციის მიზნით, განსაკუთრებით ფართოდ ამერიკაში ჰ. აიზენკის ხემძღვანელობით. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რამდენად გამართლებულია ამ ცნებების მიხედვიტ დიფერენციაცია ად-ნთა შორის და რა თვისებებთან კორელირდება ყოველი მათგანი განსაკუთრებით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9