ცნება ინდივიდ. ფს-გიაში დ პერსონალისტიკაში შემოიტანა ვ. შტერნმა. მისი კონცეფციით ვნების არსებობის პირველი მოდუსი – causa finalis — თავის თავისკენ მიმართულ მიზანთა სისტემით არის განსაზღვრული, რაც ვ. შტერნის აზრით, იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ყოველთვის, მხოლოდ თავის საკუთარ მიზანთა სისტემას ემსახურება. არაპირადისეული შინაარსი, არა საკუთარი საქმე მის პირად მიზანთა სისტემას სცილდება, მეტიც, მას ეწინააღმდეგება, მასთან ჰეტეროგენურ მიმართებაში იმყოფება. ამიტომ პიროვნებას არ შეუძლია არაპირადისეული მიზნის და ნორმების განხორციელება ისე, რომ თავისი საკუთარი „მე“–ობა არ დაკარგოს. მაგრამ ფაქტია, რომ პიროვნება ჩართულია მის გარეშე არსებულ მაღალ ღირებულებათა მიზნების მომსახურებაში /სხვა ადამიანი, ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო, კაცობრიობა/ და მათ მიზანს ახორციელებს. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ ეს უცხო არაპირადისეული მიზანი პირადისეულად გარდაიქმნება და საკუთარ მიზანთა სისტემას შეუერთდება. აი, ეს აქტი არაპირადისეული მიზნის პირადისეულად გარდაქმნა – არის ი. მაგ., ცხადდება ომი. ყოველი მოქალაქე ეშურება ჩადგეს მეომართა რიგში და დაიცვას თავისი სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. ამ შემთხვევაში არა კერძო ინდივიდუუმის მიზანმა, პირადი მიზნის ძალა შეიძინა, ის ყოველი მოქალაქის პირად საქმედ იქცა, პირად მიზანთა სისტემაში ჩაერთო. სწორედ პიროვნებისათვის ამ უცხო მიზნის პირად მიზანთა სისტემაში ჩართვა და საკუთარი ქცევის შინაარსად მისი გარდაქმნა ვ. შტერნის კონცეფციით, არის ი. ი. ერთგვარი შთაგრძნობაა არაპირადისეულ მიზანში და მისი საკუთარ მიზანთა სფეროში გადმოტანაა.