ფილოს-ში საგნის არსის უშუალო წვდომა. ფს-გიაში–შემეცნება არა ლოგიკური თანამიმდევრობის გზით, არა გონებრივი ოპერაციებით, ცნებითი აზროვნებით, არამედ მოვლენაში მთაგრძნობით, მიგნებით, უშუალო გაგებით. დისკურსიული შემეცნება ლოგიკური ოპერაციების გარკვეული წესით განსაზღვრული თანამიმდევრობაა და ამდენად იგი დროში გაშლილი პროცესია. ი. კი ერთხელობრივი აქტია, ამოცანის ერთბაშადი ამოხსნა. ინტუიციური შემეცნება „ერთი ამოსუნთქვით" ხდება: ჭეშმარიტება უშუალოდ ცხადდება და ჩვენი ხედვის წინაშე დგება. ი. განსხვავდება აგრეთვე გამოცდილებით მიღებული ცოდნისაგან, რ-იც დაგროვილ დაკვირვებათა განზოგადების საფუძველზე წარმოიშობა. ი. ახლოს დგას ინსპირაციასთან, ხილვასთან; მხატვრული შემოქმედება მდიდარია ადამიანთა განცდებში. უშუალო ჩაწვდომით. სხვისი ჩანაფიქრების, სურვილების, არაცნობიერი ლტოლვების ი-ის საფუძველზე ამოხსნით. ი-ას გულისხმობენ მაშინაც, როცა ად-ნმა რაიმე ამოცანის ამოხსნას დიდი დრო და ენერგია უშედეგოდ შეალია და მერე, სრულებით მოულოდნელად, როდესაც იგი ამ ამოცანაზე უკვე არ ფიქრობდა, ამოცანის კვანძი თავის თავად გაიხსნა და პასუხი მზა ფორმულით წარსდგა მის წინაშე. ი-ის, რ-რც შემეცნების წყაროს შეფასებაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს. ერთი – არაღებულად თვლის მას, რ-რც არარაციონალურ პრინციპზე დაფუძნებულს რაღაც მისტიკურს, მეორე–დიდად აფასებს, ძალიან ღირებულად მიიჩნევს /მაგ., ანრი ბერგსონი/.