A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ინა ინდ ინე ინვ ინს ინტ ინფ ინც

ინცესტი

L. incestus სისხლის აღრევა, მორალური და სარწმუნოებრივი სიბილწე

უახლოეს ნათესაურ კავშირში მყოფ ადამიანთა შორის სისხლის აღრევა /მშობლებისა –შვილებთან, დებისა–ძმებთან/. ზ. ფროიდის თეორიით: ი-სადმი ლტოლვა ბ-ვობის ადრეულ ასაკში შეიმჩნევა. აღზრდის მიმდინარეობაში. ეს ლტოლვა იდევნება ცნობიერებიდან ქვეცნობიერებაში და იქ განაგრძობს არსებობას - ღრმა კომპლექსის სახით. ფსიქოანალიზის მეთოდით ი-ური ლტოლვა შეიძლება აღმოჩენილ იქნას ყოველი ად–ნის ადრეულ ბ-ვობის ასაკში. ფროიდის თეორიით, ი-ური სურვილი მიმართულია ბ-ვის საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი /ქალისა–მამასადმი, ვაჟისა – დედისადმი/. ი-ურ ლტოლვას თან სდევს საკუთარი სქესის მშობლის სიძულვილი და მისი სიკვდილის სურვილი. ფროიდის აზრით, კაცობრიობამ ეს კონფლიქტი განიცადა „ოიდიპოსის" ტრაგედიის სახით. იური ლტოლვა და მისი განდევნა ცნობიერებიდან ქვეცნობიერებაში, პირველი კონფლიქტია ად-ნის ინდივიდუალურ ცხოვრებაში. პრიმიტიულ ად-ნთა ტოტემური ცხოვრების პერიოდში. ი. უკვე მკაცრად იყო აკრძალული, მასზე ტაბუ იყო დადებულია /იხ. ოიდიპოსკომპლექსი, ფსიქოანალიზი, ტაბუ/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9