A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ირა ირი ირო

ირადიაცია აგზნების

L. irradiatio შუქის გამოცემა

ნერვული პროცესის ძლიერი აგზნების გავრცელება მოცემული რეფლექსის რკალის გარეთ, სხვა ნერვულ ცენტრებზე. აგზნების გადაცემა ხდება ნერვული უჯრედების წანაზარდების /აქსონებისა და დენდრიტების/ განტოტებით და შუამდებარე ნეირონების ჯაჭვებით, რ-ებიც ერთმანეთთან აერთიანებენ სხვადასხვა ნერვულ ცენტრებს. კონცენტრაცია –აგზნების ირადიაციის შეზღუდვა და შეკავება ხდება რეფლექსურ ცენტრებში შემავალი, შემაკავებელი ნეირონებისა და სინაპსების გზით.

ი. პავლოვის მიხედვით, პირობითი რეფლექსების გენერალიზაციას აგზნების ირადიაცია განსაზღვრავს, ხოლო მის დიფერენციაციას აგზნების კონცენტრაცია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9