Gk. a უარყ. ნაწ. და lalia მეტყველება ბგერების სწორად წარმოთქმის უუნარობა. ჩვეულებრივ გამოწვეულია თავის ტვინის ქერქის (ბროკას და ვერნიკეს ცენტრის) დაზიანებით ბ-ვის დაბადებისას, ან შემდეგ ტვინის დაავადებით, ან ტრავმით. თავს იჩენს ბ-ვის მეტყველების განვითარების პერიოდში, რითაც ის განსხვავდება აფაზიისაგან. ა-ით დაავადებული ბ-ვი საჭიროებს საგანგებო ლოგოპედურ მკურნალობას.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.