A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ისტ

ისტერია

Gk. hystera საშვილოსნო

ტერმინი ასახავს ძველი დროის ექიმთა შეხედულებას ამ ავადმყოფობაზე, რომ ის დასაბამს იღებს სქესობრივი სფეროდან ქალის საშვილოსნოდან. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები.

ნერვოზის ერთ–ერთი სახე, დამხ. ნიშნებია: ისტერიული გულყრები, შეიძლება განვითარდეს მოძრაობათა ფუნქციის მოშლა, ზემო და ქვემო კიდურების დამბლა და პარეზი, დარღვევები მგრძნობელობის სფეროში / მგრძნობელობის დაწევა, ან სხვადასხვა ლოკალური ადგილების მტკივნეული შეგრძნება/. შეიძლება განვითარდეს აგრეთვე დროებითი სიყრუე, სიბრმავე, მეტყველების დარღვევა და სხვ.

ისტერიული ავადმყოფის ფს-გიური სტატუსის არსებითი ნიშნებია ნებისყოფის სისუსტე, ცნობიერების სივიწროვე /პ. ჟანე/, მომატებული შთამგონებლობა /ი, მარკო/ განწყობის ლაბილურობა /დ. უზნაძე/, ემოციური მერყეობა, გუნებაგანწყობის ხშირი ცვლა, ჭირვეულობა მომატებული გაღიზიანებადობა, თვითშთაგონება, ეგოცენტრიზმი, ავადმყოფური ფანტაზირება, აგრავაცია, აფექტური აფეთქება. /ეს ნიშნები ქმნის იმის პირობას, რომ ჩვეულებრივი სასიცოცხლო სიტუაციის დაძლევაც კი ისტერიული ავადმყოფის ძალას აღემატება და ის „თავს აფარებს ავადმყოფობას“.

აღნიშნულ ნიშანთა შორის ხაზი უნდა გაესვას „განწყობის ლაბილურობას“. დ. უზნაძის მიხედვით: ისტერიული ავად-ის „განწყობა“ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს „ტლანქი, სტატიკურ – ირადირებული“, მეორეში /იმავე ავადმყოფის/ განწყობა შეიძლება იყოს „ტლანქი სტატიკური“, მაგრამ „არაირადირებული“, მესამეში–„ პლასტიკურ დინამიკური“ და ა. შ. განწყობის ლაბილურობა „ი-ის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის ქარაქტეროლოგიური ნიშანია. ამით ის მკვეთრად გამოირჩევა სხვა ნევროზული დაავადებებისაგან.

ი. უვითარდებათ ადამიანებს, რ−თაც თავის ტვინში ქერქქვეშა პროცესები დომინანტობენ ქერქულზე.

ი-ის ეტიოლოგიაში დიდი მნიშვ-ის მქონეა არასწორი აღზრდა; ეგოცენტრიზმის განვითარება,საკუთარ უფლებებზე გაზვიადებული წარმოდგენის განმტკიცება, დარწმუნებულობა, რომ ის განსაკუთრებული პიროვნებაა, რ-საც მოვალეობა სხვის მიმართ არ ეკისრება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9