ინტელექტუალური გრძნობის ერთ-ერთი სახე აღმოცენდება სასაცილო /კონტრასტული/ სიტუაციის ზემოქმედებით. იყენებენ რაიმე ნაკლის წარმოსაჩენად, მისი დატუქსვის მიზნით. იწვევს სიცილს, იგრძნობა მხიარული გუნებაგანწყობილება, კეთილი გრძნობები, არ შეიცავს არავითარ ღვარძლს /მაგ., დ. კლდიაშვილის „ სამანიშვილის დედინაცვალი“/, ამიტომ ი. შეიძლება შეეხებოდეს უახლოეს და საყვარელ ადამიანს და თვით საკუთარ თავსაც კი. სერიოზული ი. სინამდვილის რაიმე ნაკლოვანების სამხილებლად გამოიყენება. ქართულად მას „ხუმრობას“ უწოდებენ. ხშირად ი-ს ტრაგიკული იერი დაჰკრავს. ი-ით გამოწვეულ სიცილში ზოგჯერ ტირილიც ისმის. ი. „ხმამაღლა სიცილია ფარულ ცრემლებქვეშ“ /ნ. ვ. გოგოლი /. ი-ს, ისე რ-რც ირონიას, მსოფლმხედველობითი პრინციპი უდევს საფუძვლად, იგი თუმცა გრძნობაა,მაგრამ ინტელექტუალურ აქტივობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ამიტომ იგი ინტელექტუალურ გრძნობათა ჯგუფს განეკუთვნება. /იხ. ინტელექტუალური გრძნობები/.