ისეთი მოძრაობები, რ-თა შესრულებას სუბ. ეწინააღმდეგება, მაგრამ მისგან თავშეკავება არ შეუძლია და იძულებულია მაინც შეასრულოს იგი. მაგ., ერთ ქალს დროდადრო უჩნდებოდა სტვენის ძლიერი სურვილი. ის ებრძოდა ამ თავის არამოტივირებულ სურვილს, მაგრამ სანამ არ დაისტვენდა, ვერ მოისვენებდა; „ისე, როგორც პოსტჰიპნოზური თაგონების შემთხვევაში სუბ-ს აღეძვრვრის იმ მოქმედების შესრულების სურვილი, რ-იც მას ჰიპნოზური ძილის დროს შთააგონეს. მას არ შეუძლია შთაგონებული ქცევისაგან თავი შეიკავოს და არ შეასრულოს იგი, თუმცა თვითონ არ იცის, თუ რატომ აკეთებს ამას. მეხსიერებაში შთაგონების ფაქტი შემონახული არ არის / იხ. პოსტჰიპნოზური ამნეზია/.